სასწავლო ტური ბერლინში

ვაჟა გურგენიძე

საჯარო მმართველობის და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

 

დაიბადა 1949 წლის 16 ივლისს ქ. აბასთუმანში.

 

1972 წელს წარჩინებით დაამთავრა ყუბანის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ისტორია_ სამართალი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2002 წელს ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია. სპეციალობით 23.00.02 „პოლიტიკურ_სამართლებრივი ინსტიტუტები და პროცესები“ გამოქვეყნებული აქვს 14 მონოგრაფია, 3 სახელმძღვანელო, და 85 სამეცნიერო სტატია. 1978 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უფროს მასწავლებლად და კათედრის დოცენტად, 1982 წლიდან 2001 წლამდე მოღვაწეობდა საქართველოს შსს აკადემიაში ზოგადიურიდიული დისციპლინების კათედრის დოცენტად, კათედრის პროფესორად, სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და კათედრის გამგედ. 2002 წელს არჩეულ იქნა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლის კათედრის სრულ პროფესორად. 2006 წლიდან არჩეულ იქნა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად. 2007 წლიდან არჩეულია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ პროფესორად, აკადემიური საბჭოს წევრად და სადისერტაციო საბჭოს წევრად.

 

2011 წლიდან არის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სადისერტაციო ექსპერტთა საბჭოს წევრი. მონაწილეობა აქვს მიღებული 6 საეთაშორისო და 7 რეგიონალურ სამეცნიერო კონფერენციებში. Aარის საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი სასწავლო დისციპლინებში _ „პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია“, „საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი ისტორია“, „კონსტიტუციური სამართალი“, „პოლიტოლოგია“, „პოლიტიკური იდეოლოგიები“ არის 12 სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი,  12 მონოგრაფიის, 90 სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის გამოქვეყნება, ასევე 12 სახელმძღვანელოს რედაქტორი და რეცენზენტი, აგრეთვე სამაგისტრო ნაშრომის რეცენზენტი.

 

2004 წლიდან მუშაობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. 2011 წლამდე არჩეული იყო ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2011 წლიდან მუშაობს მოწვეული სპეციალისტის სტატუსით. 2015 წლიდან არჩეული არი ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
13882416

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By