სასწავლო ტური ბერლინში

ლევან მესხორაძე

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2007 წელს მას მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო საჯარო და ევროპის სამართალში რიგის უმაღლესი იურიდიული სკოლის მიერ. მან, ასევე, წარმატებით დაასრულა აღმასრულებელი მენეჯმენტის კურსები ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში.

 

ლევან მესხორაძეს  საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის, ასევე, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 

2008 წლიდან ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტს, არის საქართველოს წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობების სამსახურს. 2003-2004 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურიდიული დახმარების ცენტრში.

 

ლევან მესხორაძე არის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის წევრი და სხვადასხვა ქვეკომიტეტის ექსპერტი; ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა სამსახურის დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის საკონტაქტო პირი საქართველოში.

 

ლევან მესხორაძე 2007 წლიდან კითხულობს ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში. იგი არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14640780

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By