გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სრული პროფესორი დაიბადა 1958 წელს
პაატა ზაქარეიშვილმა 1984 წელს დაამთავრა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1993 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია.
1992-1995 წლებში იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის რელიგიურ უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი.
1992-1997 წლებში იყო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში სამხედრო ტყვეთა, უგზოუკვლოდ დაკარგულთა და კონფლიქტურ ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის კომისიის ხელმძღვანელი.
1995 წელს ასრულებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მრჩევლის მოვალეობას დევნილთა და ლტოლვილთა საკითხებზე.
1995-1997 წლებში იყო "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" (ნიუ-იორკი) იძულებითი მიგრაციის პროექტის კოორდინატორი.
1995-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი.
1995-2012 წლებში იყო კალიფორნიის უნივერსიტეტის (ირვაინი) ქართულ-აფხაზური სამოქალაქო დიალოგის პროექტის ქართული მხარის კოორდინატორი.
1998-2012 იყო "შერიგების რესურსების" (ლონდონი) ქართულ-აფხაზური პროექტების კოორდინატორი ქართული მხრიდან და "შლაინინგის პროცესის" ქართული მხარის კოორდინატორი.
2000-2001 წლებში ასრულებდა საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას.
2000-2004 წლებში გახდა "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" აღმასრულებელი საბჭოს წევრი.
2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი.
2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს (ISNC).
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი