ENG

ქართულ-ფრანგული პროგრამა

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის კიდევ ერთმა საგანმანათლებლო პროგრამამ მიიღო აკრედიტაცია. ეს არის ერთობლივი სამაგისტრო, ინგლისურენოვანი პროგრამა: "გლობალური საჯარო ადმინისტრირება და პოლიტიკა", რომელიც განხორციელდება პარტნიორ საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლასთან (ENA) და სორბონის უნივერსიტეტთან (PARIS1) თანამშრომლობით.

 

პროგრამა განხორციელდება ორ ეტაპად - პირველ აკადემიურ წელს სტუდენტი ისწავლის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, მეორე წელს გაემგზავრება პარიზს, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნულ უმაღლეს სკოლაში. სწავლასთან ერთად სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას ევროკავშირის ყველა სტრუქტურაში. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება სორბონის უნივერსიტეტის (PARIS1) მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიიღებს ამავე უნივერსიტეტის დიპლომს.

 

ვულოცავთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და ქართველ ახალგაზრდებს ამ პროგრამის აკრედიტაციას, რადგან ის გზას უხსნის ყველას, ვინც დაინტერესებულია სახელმწიფო მართვისა და გლობალური საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის სფეროში წარმატებული კარიერის შექმნით.

 

აღსანიშნავია, რომ ეს არის ერთადერთი პროექტი აღმოსავლეთ ევროპაში, რომელსაც განახორციელებს, ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის ფორმატით, საფრანგეთის ადმინისტრირების ეროვნული უმაღლესი სკოლა (ENA) და სორბონის უნივერსიტეტი (PARIS1).

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
საერთაშორისო
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11041357

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By