სასწავლო ტური ბერლინში

თემურ მაისურაძე

დაიბადა 1959 წლის 24 ივლისი, ასპინძა

 

1974-1990წ. სამრეწველო კარიერა ზეინკალ შემკეთებლი კვალიფიკაციიდან წამყვანი კონსტრუქტორის პოზიციამდე შუალედური სავალდებულო სამხედრო სამსახურის და სწავლების პერიოდების გათვალისწინებით;

 

1980-1987წ. წელს დაამთავრა ნ.ი. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით.

 

1989-1990წ. დაამთავრა როსტოვის საკავშირო კვალიფიკაციის ინსტიტუტი;

 

1991-1993წ. შპს NTM-ის გენერალური დირექტორი;

 

1994-2000წ. შპს TM -ის დირექტორი;

 

2005წ. „საქართველოს განათლების სამინისტროს“ პეპრსპექტიული სამეცნიერო კვლევითი მიმართულებების მოწვეული ექსპერტი;

 

2005-2007 შპს „მაგისტრალი“-ის ტექნიკური დირექტორი;

 

2008-2009 შპს „თბილისის ავტობუსი“-ს ტექნიკური სამსახურის უფროსის მოადგილე;

 

2009 წლიდან არის ასოციაციის „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ ექსპერტი;

 

2010-2011 შპს OMG-ის დირექტორი;

 

2010-2014 საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი;

 

2012 წლიდან საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

 

2013 წლიდან საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული საინოვაციო საბჭოს თავმჯდომარე;

 

2014წ. დოქტორის ხარისხის მინიჭება;

 

2015 წლიდან საქართველოს პრემიერ მინისტრთან არსებული მუდმივმომქმედი სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების საბჭოს წევრი;

 

2015 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; ის არის 4 სამეცნიერო ნაშრომის და მონგრაფიის ავტორი. გამარჯვებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო კონკურსებში: « Innovative Breakthrough 2010» და «Innovative Breakthrough 2011» - Kiev, Ukraine. 153 ინოვაციის და გამოგონების ავტორი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
12803340

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By