ENG

რატომ უნდა აირჩიოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ამისათვის რამდენიმე ფაქტის დასახელებაც საკმარისია:

 

  • იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგებით,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია საქართველოსუმაღლეს სასწავლებელთა შორის.
  • საყურადღებოა ისიც, რომ არამარტო კურსდამთავრებულები, არამედ სტუდენტებიც კი ადვილად ერგებიანშრომის ბაზრის მოთხოვნებს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ზედა დონის (კურსის) სტუდენტთა 30%-ზე მეტი უკვედასაქმებულია. უფრო მეტიც, კომპანიების შიდა კონკურსში, ისინი სხვა კონკურენტებს ბევრად წინ უსწრებენ. ამისსაილუსტრაციოდ საკმარისია ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის პროგრამის III დონის სტუდენტის ბაქარვერულაშვილის დასახელება, რომელმაც საქართველოს ბანკის 150 კაციან კონკურსში I სარეიტინგო ადგილი მოიპოვადა მუშაობაც დაიწყო. ამ სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება.
  • საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტთასა-სერტიფიკაციო გამოცდების შედეგების შესახებ. სხდომაზე დადასტურდა, რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობისუნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები I სარეიტინგო ადგილზე გავიდნენ ცოდნისდონითა და სახელმწიფო სერტიფიკატების მიღების რაოდენობით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პირველი 98 და,შემდეგ, 99 ქულა, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის დაფიქსირდა.

 

რა იძლევა ასეთი შედეგების მიღწევის საფუძველს?

 

ა) სწავლების უახლესი ტექნოლოგიები - კეისმეთოდები, მასტერკლასები, მოდელირების მეთოდები, პროექტებზემუშაობის სისტემა, დისკუსიის მეთოდი, ლექციების ჩატარების ინტერაქტიური და საპრეზენტაციო მეთოდები დაა.შ.

ბ) მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა კარგად ფლობსსწავლების თანამედროვე მეთოდებს, რაც დასტურდება საერთაშორისო და ადგილობრივი პროფესიულიგანვითარების ცენტრების მიერ გაცემული სერტიფიკატებით.

გ) გადაჭარბების გარეშე - უნივერსალური თანამედროვე მეტერიალურ-ტექნიკური რესურსი:

 

  • კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის, FBI-ის აპარატურით. ეს ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში. აქ სწავლებას გადიან სხვა ავტორიტეტულიუმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც.
  • სატელევიზიო სტუდია, რომელიც შეიქმნა 1998 წელს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ამ სტუდიისბაზაზე დაარსდა სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო, რომლის ანალოგი დღემდე არ არის საქართველოში. 10წლის მანძილზე სახელოსნოში მომზადებულია 50-ზე მეტი გადაცემა, ფილმი, ეტიუდი თუ სხვა ჟანრის პროდუქცია.ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა დონის ფესტივალის ლაურეატია. შემოქმედებით სახელოსნოში სტუდენტებიეუფლებიან დამატებით პროფესიებს - ავტორჟურნალისტი, ტელერეჟისორი, ავტოროპერატორი.
  • ლინგვისტიკის ცენტრი, სადაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენსაკუთარი ლინგვისტური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
  • კომპიუტერული სწავლების ცენტრი, სადაც ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები, სხვა სკოლებისაგანგანსხვავებით, ეუფლებიან სპეციალურ პროგრამებს საბანკო, საბუღალტრო და მენეჯერული ოპერაციებისგანხორციელებისათვის.
  • საფანტომო ტრენაჟორული ლაბორატორიული ცენტრი სტომატოლოგებისათვის, რომელიც 1997 წელსდაარსდა უნივერსიტეტში და დღემდე ერთადერთია საქართველოში. ამ ცენტრში სტუდენტები ფანტომებზე ანუთოჯინებზე ეუფლებიან ექიმი სტომატოლოგისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელსაც, შემდგომ,განავითარებენ უნივერსიტეტის საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტებთან პრაქტიკული მუშაობით.კლინიკა განლაგებულია უნივერსიტეტის პირველ სართულზე 500 კვ.მ. ფართობზე.
  • მედიცინის სკოლას აქვს სხვა ლაბორატორიებიც - ქიმიის, ბიოფიზიკის, ჰისტოლოგიის, ანატომიური მუზეუმი,საპრეპარატო-ექსპერიმენტული ბლოკი და სხვა.
  • კომფორტული ბიბლიოთეკა 20 000-ზე მეტი წიგნადი და ციფრული ერთეულით, კომპიუტერული პარკითა დასხვა აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილი რესურსით.
  • უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი დონის აკადემიური პროგრამებით, რომლებიც შედგენილია ევროპელპარტნიორებთან ერთად და აღიარებულია მათ მიერ, ხოლო საერთაშორისო პროგრამები დამატებითშესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე დამკვიდრებისათვის.

 

 

რას გულისხმობს საერთაშორისო პროგრამები?

უნივერსიტეტი ახორციელებს რამდენიმე სახის საერთაშორისო პროგრამას. ესენია:

 

  1. ბიზნესის ადმინსიტრირების ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამა
  2. ბიზნესის ადმინისტრირების ქართულ-გერმანულენოვანი პროგრამა

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიღება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889228

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By