2015 წელს გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა გაიმარჯვა ევროკავშირის პროექტში Erasmus+ (ერაზმუს+). პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის პარტნიორია ლაზარსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი).
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს გრიგილ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლისა და ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს განახორციელონ მობილობა, ანუ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ ლაზარსკის უნივერსიტში, დააგროვონ კრედიტები და შეიძინონ ახალი გამოცდილება.
ასევე, პროფესორ-მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ამასთანავე, პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი უმასპინძლებს ლაზარსკის უნივერსიტეტის სტუდენტებს.