სოსო კაციტაძე
ტელეკომპანია “იმედი“ - ჟურნალისტი

თამარ დოლიძე

ფილოლოგიის დოქტორი

ასოცირებული პროფესორი

 

დაიბადა 1981 წლის 7 თებერვალს ბათუმში

 

1998 წ. წარჩინებით დააამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (ბაკალავრიატი).

 

2004 წ. ასევე წარჩინებით დააამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ინგლისური ენისა და ლიტერატურის მაგისტრატურა;

 

2005–2006 წწ. იყო ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მაძიებელი.

 

2009 წ. ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი; სადისერტაციო თემა: „ინგლისური საგაზეთო – საინფორმაციო ტექსტის სტილის თავისებურებანი“; განათლების მიმართულება, დარგი: ენათმეცნიერება.

 

 

საჯარო და საზოგადოებრივი საქმიანობა:

 

2001–2004 მშაობდა ევროპის რეგიონთან ასამბლეასთან ურთიერთობის ბიუროსთან არსებულ მთარგმნელთა ბიუროში მთარგმნელად (ინგლისური ენა).

 

2008–02/2015 ეკავა აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეცილისტის თანამდებობა.

 

2015-დღემდე უჭირავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სამდივნოში მთავარი მრჩეველის პოზიცია საერთაშორისო ურთიერთობებში.

 

2005–დღემდე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციასთან „დემოკრატიის ინსტიტუტი“, როგორც ინგლისური ენის თარჯიმანი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა პროექტებში (www.iod.ge).

 

 

აკადემიური საქმიანობა:

 

2004–2009 რსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ინგლისური ენის მასწავლებელი.

 

2009–2013 რსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.

 

2014-დღემდე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის - ალმამატერის ბათუმის წარმომადგენელობაში ინგლისური ენის ლექტორი (ინგლისური ენის მიმართულების ხელმძღვანელი);

 

2013-დღემდე რსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი (სასწავლო პრაქტიკული და თეორიული კურსები: ზოგადი ინგლისური ენა; ბიზნეს ინგლისური ენა; საქმიანი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე (თეორიული კურსის ავტორი).

 

2015 წ. წლის 24 სექტემბერიდან იკავებს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას;

 

ის არის ერთი მონოგრაფიისა და სამეცნიერო კვლევათა ავტორი.

 

2015 წელს მოიპოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის კონკურსის გრანტი;

 

მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში, ფორუმსა და სემინარში.

 

მუდმივად იღებს მონაწილეობას პროფესიული განვითარების მით ჩატარებულ ტრენინგებსა და სემინარებში. არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) აქტიური წევრი.

 

არის ავტორი/ტრენერი ტრენინგ კურსისა „ინოვაციური მიდგომები ინგლისური ენის სწავლებაში“.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11353210

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By