სასწავლო ტური ბერლინში

გივი ამირანაშვილი

დაიბადა 1972 წლის 31 ივლისს, ქ. ქუთაისში.

 

1996 წელს დაამთავრა სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი წარჩინებით, ხოლო 1998 წელს საქართველოს დიპლომატიური აკადემია.

 

2001 წელს სწავლობდა ჰელსინორის ხალხთა საერთაშორისო კოლეჯში (დანია).

 

2007 წელს დაამთავრა „კონფლიქტების ტრანსფორმაციის” ერთწლიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში (School For International Training, ქ. ბრათლებორო, აშშ).

 

2003 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. ამჟამად სწავლობს ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე საჯარო სამართლის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

2002 და 2003 წლებში, ორჯერ მოიპოვა ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის (ქ. ვაშინგტონი) მცირე სამეცნიერო გრანტები. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციაში აშშ-სა და ევროპაში. 

 

2005 წელს მოიპოვა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) კურუკულუმის რესურსების ცენტრის გრანტი ,,საჯარო სამსახურის ეთიკის კოდექსის” სასწავლო კურსის განვითარებისთვის და როგორც წარმატებულ ლექტორს დაენიშნა უნივერსიტეტის სტიპენდია.  

 

2008 წელს, სოროსის ორგანიზებით და დაფინანსებით ბილგის ამერიკულ უნივერსიტეტში გაიარა ერთვიანი საზაფხულო სკოლა ლექტორებისთვის აკადემიური წერის სრულყოფისა და კურსის განვითარების მეთოდოლოგიის თაობაზე (ქ. სტამბული). 

 

2008 წელს, ისევ სოროსის ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით, Faculty Development Fellowship (FDFP) პროგრამის ფარგლებში, როგორც ლექტორი და მკვლევარი 2009-2011 წლებში კვალიფიკაციას იმაღლებდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში. 2010 წლიდან არის ნიუ იორკის პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

 

სხვადასხვა წლებში მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

 

ამჟამად არის ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონური სამდივნოს უფროსი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
14367565

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By