ENG

კანცელარიის ფუნქციები

1. კანცელარიის  საქმიანობის სფეროა საქმისწარმოების ერთიანი წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და სხვა მოქმედი ნორმატივების შესაბამისად  უნივერსიტეტის საქმისწარმოების   ინსტრუქციის შემუშავება / რეალიზაცია , დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია და კონტროლი; 
2. კანცელარიის საქმიანობის ძირითადი  ფუნქციებია :  
ა) დოკუმენტბრუნვის კოორდინაციის , დოკუმენტებზე მუშაობის და  საინფორმაციო-საძიებო სისტემების სრულყოფის , შესრულების კონტროლისა და დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია;
ბ) კორესპონდენციების  მიღება/ რეგისტრირება, საექსპედიციო დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა/დაგზავნა;
გ)დოკუმენტების შესრულების  მიმდინარეობასა და დადგენილი ვადების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა  , ამ მიმართებით ხელმძღვანელობის სისტემატური ინფორმირება  . 
დ)სამართლებრივი აქტების გამოცემის პროცედურებზე , მათ შორის მარტივ ადმინისტრაციულ წარმოებაზე კონტროლის განხორციელება , სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.
ვ) თათბირების  ორგანიზება და შესაბამისი  ოქმების წარმოება , რექტორის მიერ გაცემული დავალებების აღრიცხვა და მის შესრულებაზე  კონტროლის განხორციელება . 
ზ) დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა და  დოკუმენტების ბლანკების შემუშავება/დაპროექტება .
თ) უნივერსიტეტის საქმეთა  ნომენკლატურის შედგენა/ საქმეების ფორმირება, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიულად გამოყენების უზრუნველყოფა. 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904524

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By