სასწავლო ტური ბერლინში

ელენე სეხნიაშვილი

ელენე სეხნიაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; „კოპერნიკუსის” გაცვლითი სტიპენდიის ფარგლებში სწავლობდა ჰამბურგის უნივერსიტეტში, იურიდიული ფაკულტეტზე; 2005-2007 წლებში ბოლონიისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში ორმაგი მაგისტრის ხარისხით დაამთავრა ევროკავშირის ე.წ. „ერაზმუს მუნდუსის“ ევროპული მაგისტრატურა სამართლის ეკონომიკური ანალიზის შესახებ (European Master in Law and Economics) და მიენიჭა სამართლის ეკონომიკური ანალიზის ევროკავშირის მაგისტრის წოდება - EMLE.

 

2008 წელს გერმანიის ბუნდესტაგისა და ბერლინის უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამით ასევე გაიარა რამდენიმე ეკურსი ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსტიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დაესწრო გერმანიის პოლიტიკური ფონდების მიერ ორგანიზებულ კურსებს და მუშაობდა გერმანიის პარლამენტის წევრის აპარატში. ამავე წელს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ევროპის საბჭოში საჯარო სამართლის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებების განყოფილებაში.

 

2010 წელს კარნეგის კვლევითი სტიპენდიით მიწვეული იყო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში საერთაშორისო და შედარებითი სამართლის სკოლაში. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ჰერტის საჯარო მმართველობის სკოლისა და ბუცერიუსის სამართლის სკოლის აკადემიაში სამხრეთ-კავკასიელი იურისტებისთვის „განვითარებადი იურისტები“ [“Transformation Lawyers”].

 

2011 წლიდან დაკავებულია აკადემიური საქმიანობით და „საქართველოს უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, მათ შორის, ბათუმის სკოლაში კითხულობდა სალექციო კურსებს სამართლის თეორიის, საერთაშორისო საკორპორაციო სამართლის და საწარმოთა მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. ელენე იყო ასევე რამდენიმე გაცვლითი სტუდენტური სემინარის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი და მომხსენებელი;

 

2004 წლიდან ელენე მოღვაწეობდა იურისტად არასამთავრობო ორგანიზაციაში “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი”;

 

2005 წლიდან 2014 წლამდე -საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის, სამართლებრივი კვლევებისა და უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლისა და მთავარი მრჩევლის თანამდებობებზე; ამასთანავე, ელენეს გავლილი აქვს პრაქტიკა გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოსა და გერმანიის უზენაეს ფედერალურ სასამართლოებში, როგორც ქართულ, ასევე გერმანულ იურიდიულ საკონსულტაციო ფირმებში;

 

2014 წლის ნოემბრიდან ელენე მუშაობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ-საქპატენტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და იურიდიული დეპარტამენტის ევროპასთან დაახლოებისა და საქმისწარმოების განყოფილების მთავარ სპეციალისტად.

 

ელენე არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრობლობის საზოგადოების (GIZ) „სამხრეთ კავკასიის იურისტები - განვითარებისთვის“ კავშირია და ბუნდესტაგის სტიპენდიატთა კავშირის წევრი; ასევე, კავკასიის კვლევითი რესურსების პროგრამის - კარნეგის ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიანტთა კავშირების წევრი; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ტრეინინგ-კურსში და საერთაშორისო კონფერენციაში საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და პოლიტიკის სფეროში.

 

ელენე სრულყოფილად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს; არის რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი ქართულ და ინგლისურ ენაზე.

 

ელენეს ინტერესების სფეროებია შედარებითი სამართალი, სამართლებრივი განვითარება და კანონმდბელობის ჰარმონიზაცია, სამართლის ეკონომიკური ანალიზი, ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური სამართალი, ინტლექტულაური საკუთრების უფლებები, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკა, ევროკავშირი, ხელოვნება, არქეოლოგია და სხვ.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
15223616

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By