ნინო ქემერტელიძე დაიბადა თბილისში 1958 წელს. 1980 წელს ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტს ანგლისტიკის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობს ენათმეცნიერების ინსტიტუტში.
1982 წელს მიიღეს ხარისხის მაძიებლად მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრაზე.
1987 წელს იცავს საკანდიდატო დისერტაციას, 1995 წელს – სადოქტორო დისერტაციას. არის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ორი მონოგრაფიის.
პროფესორი ნინო ქემერტელიძე ლინგვისტია, ანგლისტიკის სპეციალისტი. იგი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მუშაობს დაარსების დღიდან ჯერ კათედრის დოცენტად, შემდეგ პროფესორად და საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების გამგედ, ხოლო 1996 წლიდან იგი პრორექტორია. მისი საკურატორო სფეროა საერთაშორისო ურთიერთობები და სამეცნიერო კვლევითი მუშაობა. პროფესორის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის არაერთი წარმატება, საინტერესო საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროექტები.
იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, ცნობილი უცხოური უნივერსიტეტების დისტანციურ პროგრამებში სტუდენტთა ჩართვას.