ENG

სტუდენტური სერვისის სამსახურის ფუნქციები

1. სტუდენტთა აკადემიური მხარდაჭერის მიმართულებით:

  • ახორციელებს სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის პროცესს შესაბამისი ცენტრის მეშვეობით (ცენტრის ფუნქციები განისაზღვრება ცალკე ფუნქციური განაწესით);
  • უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას კარიერისათვის შესაბამისი ცენტრის მეშვეობით (ცენტრის ფუნქციები განისაზღვრება ცალკე დებულებით);
  • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად განახორციელებს მონიტორინგს სტუდენტთა აკადემიური პროგრესის უზრუნველყოფისათვის საჭირო რესურსების (ბიბლიოთეკა, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, ლაბორატორიული) ვარგისიანობის შესახებ.
 
2. სტუდენტთა პერსონალური მხარდაჭერის მიმართულებით:
  • შეიმუშავებს სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს და ხელს უწყობს მის განხორციელებას;
  • განახორციელებს სტუდენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭირო აქტივიბებს;
  • ავლენს და ხელს უწყობს უნარშეზღუდული სტუდენტების ინტეგრაციას სტუდენტურ ცხოვრებაში;
  • აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტურ თვითმმართველობასთან, დახმარებას უწევს შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაში;
  • სამეურნეო სამსახურთან ერთად განახორციელებს მონიტორინგს უნივერსიტეტის ფიზიკური რესურსების ვარგისიანობის შესახებ სტუდენტის ფაქტორის გათვალისწინებით;
  • სტუდენტთა პირადი პრობლემების მოგვარებაში დახმარების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური კონსულტაციების ორგანიზებას.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11347686

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By