დაიბადა 1957 წელს სოფელ სართიჭალაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ უწყებაში. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მუშაობას.
1990 წლიდან ხელმძღვანელობდა ფინანსურ სამსახურებს სხვადასხვა კომპანიაში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იგი მუშაობს დაფუძნების დღიდან და წარმატებით უძღვება საფინანსო სამსახურს.