ამისათვის რამდენიმე ფაქტის დასახელებაც საკმარისია:
- კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, მათ შორის, FBI-ის აპარატურით. ეს ლაბორატორია ერთადერთია საქართველოში. აქ სწავლებას გადიან სხვა ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც.
- სატელევიზიო სტუდია, რომელიც შეიქმნა 1998 წელს და აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ამ სტუდიის ბაზაზე დაარსდა სატელევიზიო შემოქმედებითი სახელოსნო, რომლის ანალოგი დღემდე არ არის საქართველოში. 10 წლის მანძილზე სახელოსნოში მომზადებულია 50-ზე მეტი გადაცემა, ფილმი, ეტიუდი თუ სხვა ჟანრის პროდუქცია. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა დონის ფესტივალის ლაურეატია. შემოქმედებით სახელოსნოში სტუდენტები ეუფლებიან დამატებით პროფესიებს - ავტორჟურნალისტი, ტელერეჟისორი, ავტოროპერატორი.
- ლინგვისტიკის ცენტრი, სადაც ინგლისური ენისა და ლიტერატურის სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ საკუთარი ლინგვისტური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
- კომპიუტერული სწავლების ცენტრი, სადაც ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტები, სხვა სკოლებისაგან განსხვავებით, ეუფლებიან სპეციალურ პროგრამებს საბანკო, საბუღალტრო და მენეჯერული ოპერაციების განხორციელებისათვის.
- საფანტომო ტრენაჟორული ლაბორატორიული ცენტრი სტომატოლოგებისათვის, რომელიც 1997 წელს დაარსდა უნივერსიტეტში და დღემდე ერთადერთია საქართველოში. ამ ცენტრში სტუდენტები ფანტომებზე ანუ თოჯინებზე ეუფლებიან ექიმი სტომატოლოგისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელსაც, შემდგომ, განავითარებენ უნივერსიტეტის საკუთარ სტომატოლოგიურ კლინიკაში პაციენტებთან პრაქტიკული მუშაობით. კლინიკა განლაგებულია უნივერსიტეტის პირველ სართულზე 500 კვ.მ. ფართობზე.
მედიცინის სკოლას აქვს სხვა ლაბორატორიებიც - ქიმიის, ბიოფიზიკის, ჰისტოლოგიის, ანატომიური მუზეუმი, საპრეპარატო-ექსპერიმენტული ბლოკი და სხვა.
- კომფორტული ბიბლიოთეკა 20 000-ზე მეტი წიგნადი და ციფრული ერთეულით, კომპიუტერული პარკითა და სხვა აუდიო-ვიზუალური ტექნიკით აღჭურვილი რესურსით.
- უნივერსიტეტი გამოირჩევა მაღალი დონის აკადემიური პროგრამებით, რომლებიც შედგენილია ევროპელ პარტნიორებთან ერთად და აღიარებულია მათ მიერ, ხოლო საერთაშორისო პროგრამები დამატებით შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზარზე დამკვიდრებისათვის.
რას გულისხმობს საერთაშორისო პროგრამები?
უნივერსიტეტი ახორციელებს რამდენიმე სახის საერთაშორისო პროგრამას. ესენია:
საგულისხსმოა კიდევ ერთი პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირება - კონცენტრაცია ენერგეტიკის მენეჯმენტი. ამ პროგრამამ, რომელიც უნივერსიტეტში მომზადდა, გაიმარჯვა USAID-ის კონკურსში. მის მომზადებასა და განხორციელებას მთლიანად აფინანსებს USAID-ი. ამდენად, სტუდენტები, რომლებიც ამ პროგრამაზე ჩაირიცხებიან გადაიხდიან სწავლის ღირებულების 60% დანარჩებს დააფინანსებს USAID-ი.
სოციალური და წამახალისებული პროგრამები.უნივერსიტეტი, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით გთავაზობთ უპრეცენდენტო სოციალურ და წამახალისებულ პაკეტებს. დაწვრილებით იხილეთ აქ...