ENG

თითოეული სტუდენტისგან შესაძლებლობის მაქსიმუმი, თითოეულ სტუდენტს - საუნივერსიტეტო მხარდაჭერის მაქსიმუმი

როგორ შეგიძლით ჩვენი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა მოირგოთ საკუთარ თავზე?

 

აკადემიური მხარდაჭერისთვის:

 

 

  • ეროვნულ გამოცდებზე დააგროვეთ 2000-ზე მეტი სკალირებული (საბოლოო) ქულა და თქვენი სწავლის საფასური განისაზღვრება მინიმალური ოდენობით - 2250 ლარით, ხოლო თუ რეიტინგის პირველ ათეულში აღმოჩნდებით, ამ აბიტურიენტებს შორის, მთლიანად განთავისუფლდებით სწავლის საფასურისგან.
  • პირველ პრიორიტეტად მონიშნეთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი (033) და სწავლის საფასური შეგიმცირდებათ 15%-ით
  • მონაწილეობა მიიღეთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში - საშობაო სკოლა, არაფორმალური განათლების ფესტივალი და სხვა ტრენინგები და დამატებით შეგიმცირდებათ სწავლის საფასური 5 პროცენტით ანუ, მთლიანობაში, 20 პროცენტით.
  • მონაწილეობა მიიღეთ და გაიმარჯვეთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „მედიაციის კონკურსში“ და სტუდენტთა მხარდაჭერის ფონდი თქვენს სწავლას სრულად დააფინანსებს, მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი შეგიმცირდებათ საფასური 2250 ლარამდე.
  • თუ ჩაირიცხებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სემესტრის შედეგებით, ყველაზე მაღალი ქულების მიღების შემთხვევაში, განთავისუფლდებით სწავლის გადასახადისგან, შესაბამისად, 100-70-50 პროცენტით.

 

 

საერთაშორისო მობილობის მხარდაჭერისთვის:

 

  • ერთობლივი პროგრამის ფარგლებში უცხოეთში სწავლას დააფინანსებს უნივერსიტეტი.
  • უცხოეთში სწავლას, კრედიტების დაგროვების მიზნით, ასევე, დააფინანსებს უნივერსიტეტი, მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

 

სოციალური მხარდაჭერისათვის:

 

 

  • თუ ოჯახიდან, ჩვენს უნივერსიტეტში, თქვენს გარდა, თქვენი და ან ძმა სწავლობს, თითოეულს, სწავლის საზღაური შეგიმცირდებათ 10 – 10 პროცენტით.
  • საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ სწავლის საზღაური გადაიხადოთ ინდივიდუალური გრაფიკით.

 

 

ყველა ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება 4 აკადემიურ წელზე მინიმალური ზღვარით 2250 ლარი.

გაზიარება
დაბეჭდვა
მიღება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11262640

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By