ENG

ჩარიცხვის წესი უცხოელი მოქალაქეებისთვის

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საკმაოდ ბევრი უცხოელი მეგობარი ჰყავს. ისინი ერთმანეთის გარემოცვაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ. გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მეგობრობა, რადგან სამყაროს მომავალი ახალგაზრდების ხელშია, რაც უფრო დიდია საერთაშორისო მეგობრობის არეალი, მით მეტი შანსია სამყაროს უკეთესობისაკენ განვითარებისათვის.

 

 

როგორ მიმართოთ უნივერსიტეტს 

 

 

პირველი ნაბიჯი - რადგან ამ გვერდს კითხულობთ იგულისხმება, რომ თქვენ უკვე გაეცანით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს და დაინტერესით ჩვენთან სწავლის გაგრძელებით. სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი.

 

მეორე ნაბიჯი - ინტერნეტით დაუკავშირდით სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრს და თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდათ შეეკითხეთ, ნუ მოგერიდებათ. როდესაც იგრძნობთ, რომ არჩევანში არ შეცდით გადადგით შემდეგი ნაბიჯი.

 

მესამე ნაბიჯი - მიიღეთ უნივერსიტეტისგან თანხმობა თქვენი მიღების შესახებ და წარადგინეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში ან გახსენით ”ონლაინ კონტაქტი”, შეავსეთ აპლიკაცია და გაუგზავნეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრს.. არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გამოგიგზავნით პასუხს. დადებითი გამოხმაურების შემთხვევაში მიიღებთ პინკოდს.

 

მეოთხე ნაბიჯი - პინკოდის მეშვეობით თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება საბანკო რეკვიზიტები 60 აშშ დოლარის გადასახდელად აპლიკაციის ფორმებისათვის. ამ თანხის მიღებისთანავე ფოსტით გადმოგეგზავნებათ აპლიცაციის ფორმების პაკეტი. გაეცანით კარგად, შეავსეთ, დაწერეთ ესე და გაგზავნეთ სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრში, თან დაურთეთ  ორი  (3X4) ფოტოსურათი, პასპორტისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები დამოწმებული აპოსტილის წესით თქვენი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ.  

 

მეხუთე ნაბიჯი - ამ პაკეტს, მათ შორის ესეს განიხილავს შესაბამისი კომისია. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბუთები გაეგზავნება საქართელოს განათლებისა და მეცნიერების შესაბამის დეპარტამენტს ნებართვისათვის.

 

მეექვსე ნაბიჯი - მოწვევის მიღების შემდეგ, 1 ივნისამდე უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური თქვენთვის სასურველი ფორმით (გადარიცხვით, საკრედიტო ბარათით).

 

მეშვიდე ნაბიჯი - დათქმულ დროს უნდა ჩამოხვიდეთ თბილისში.

 

წარმოსადგენი დოკუმენტები:

 

  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი დამოწმებული აპოსტილის წესით
  • CV თქვენი ხელმოწერით
  • 2  ფოტოსურათი ( 3X4) CD დიკთან ერთად
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (შეგიძლიათ თბილისში დაეზღვიოთ)
  • პასპორტი
  • რეკომენდაცია
  • სამოტივაციო წერილი

 

 

მერვე ნაბიჯი - თქვენსა და უნივერსიტეტს შორის დაიდება ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მოხდება თქვენი რეგისტრაცია. ამ წუთიდან სტუდენტი ხდებით.

 

საყურადღებო ინფორმაცია

აპლიკაციის ფორმების მიღების ვადაა 1 მაისი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიღება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11262659

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By