ENG

მობილობის წესი

მობილობის სამართლებრივი საფუძვლები

 
 
უნივერსიტეტში გადმოსვლა შესაძლებელია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ  აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  და გავლილი აქვთ პროგრამის ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
მობილობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, ამასთან აკმაყოფილებენ ზედა პუნქტების მოთხოვნებს.
 
სტუდენტთა მობილობის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურა:
 
ა) უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობისა და რეგისტრაციის ცენტრი;
ბ) უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების ცნობისა და მობილობის კომიტეტი;
გ) სკოლის ხარისხის მართვის ოფისი.
 
სტუდენტთა მობილობის პროცედურა 
 
  1. მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
  2. მობილობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე.
  3. მობილურ სტუდენტთა საბუთების ასლების მიღება.
  4. აკადემიური პროგრამების იდენტიფიკაცია, ექსპერტთა დასკვნების მომზადება.
  5. პროგრამების აკადემიური ცნობისა  და სტუდენტთა მობილობის კომიტეტის სხდომის ჩატარება კრედიტების ცნობის მიზნით.
  6. ჩარიცხვის შესახებ ბრძანების პროექტის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში.
  7. ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემა და ასლის გაგზავნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.
  8. პირადი საბუთების გადმოტანა მშობლიური უმაღლეს სასწავლებლიდან.
 
 
უნივერსიტეტში რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები
 
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საგანმანათებლო საფეხურზე:
  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟები)
  3. ატესტატის ასლი
  4. ეროვნული გამოცდის სერტიფიკატის ასლი
  5. აკდემიური ცნობა კრედიტებისა და შეფასებების მითითებით
  6. 2 ფოტოსურათი (3X4) CD დისკთან ერთად.
  7. სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ასლი
 
მობილობის მსურველი რომელიც დადგენილ ვადაში არგაივლის რეგისტრაციას უნივერსიტეტში, კარგავს ჩარიცხვის უფლებას.

 

 

მიმაგრებული ფაილები:
მიმაგრებული ფაილი


გაზიარება
დაბეჭდვა
მიღება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261203

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By