ENG

მანანა მოსულიშვილი

დაიბადა 1953 წლის 1 ივლისს თბილისში.

 

აქვს უმაღლესი პედაგოგიური და იურიდიული განათლება. 1976-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე: არასრულწლოვანთა ინსპექციის ინსპექტორი, სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ოპერრწმუნებული, ქალთა სასჯელაღსრულებითი დაწესებულების უფროსის მოადგილე, სატრანსპორტო შსს სამდივნოს უფროსი, შს აკადემიის სასწავლო განყოფილების უფროსი, ზოგადიურიდიული დისციპლინების კათედრის უფროსის მოადგილე.

 


1990 წლიდან ეწევა სამეცნიერო - პედაგოგიურ საქმიანობას, 2001 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "იურიდიული პასუხისმგებლობის ზნეობრივ-სამართლებრივი ასპექტები", აქვს 45 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 5 მონოგრაფია (4 თანაავტორობით) მონაწილეობა აქვს მიღებული ათამდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. 2004 წლიდან მუშაობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში - დოცენტი, პროფესორი, 2006-2010 წლებში იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ამჟამად უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის უფროსი და პროფესორია. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა პოლონეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

მანანა მოსულიშვილი არის საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წევრი, შსს დამსახურებული მუშაკი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები - 8 მედალი და ღირსების ორდენი.

გაზიარება
დაბეჭდვა
სწავლა–სწავლება
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11347691

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By