საინფორმაციო - ქსელური ადმინისტრირების ცენტრის ფუნქციები
1. კომპიუტერული ქსელისა და სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით:
უნივერსიტეტში ქსელური სისტემის დაგეგმვა/პროექტირება;
შიდა ქსელების ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების უზრუნველყოფა, უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;
ადგილებზე წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტა;
ელექტრონული ფოსტის მომხმარებელთა სპექტრის განსაზღვრა _ შესაბამისი მისამართების მინიჭება;
ავტორიზებულ მომხმარებელთა ბაზის შექმნა _ შესაბამისი პაროლების მინიჭება;
პროგრამული ბაზის სისტემატური განახლება თანამედროვე პროგრამებით;
კომპიუტერული ქსელების განახლებისათვის ზრუნვა _ შესაბამისი წინადადებების მომზადება და ადმინისტრაციისათვის წარდგენა;
სტრუქტურული რგოლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა;
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლისა და სწავლებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
2. ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებით:
უნივერსიტეტის ვებ გვერდზე სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დროული განთავსება ინფორმაციის მართვის დებულებით განსაზღვრული რეგლამენტისა და ფორმატის დაცვით;
ინფორმაციის განთავსებისას მასალის ესთეტიკური კონტექსტის გათვალისწინება და მაღალხარისხიანი დიზაინით უზრუნველყოფა;
ვებ გვერდზე საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია _ ლოგიკური სტრუქტურის შენარჩუნება, პერიოდულად განახლება.
3. მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების მიმართულებით:
უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო რესურსების სისტემატიზაცია და ოპტიმალურობის უზრუნველყოფა;
სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული ინფორმაციის დროული და ხარისხიანი განთავსება აკადემიური პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში “ნექსუსი”;
“ნექსუსის” მომხმარებლებისთვის (სტუდენტები, თანამშრომლები) შესაბამისი პაროლის მინიჭების უზრუნველყოფა;
განთავსებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა _ დაშვებული შეცდომების დროულად შესწორება.
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13
ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13 |
ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706 |
ფაქსი: (+995 32) 2384406 |
ელ-ფოსტა:info@gruni.edu.ge