ENG

მიშა ფეიქრიშვილი - ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებული

სტუდენტობის წლებში ძირითად პროგამასთან ერთად სწავლობდა სატელევიზიო-შემოქმედებით სახელოსნოში.
 
2002-2003 წლებში მუშაობდა გაზეთ ’’ვერსიაში’’;
2003-2007 წლებში რადიო-იმედში კორესპონდენტად;
2007-2008 წლებში TBC-studios თოქ-შოუ ’’პრაიმტაიმის’’ პროდიუსერი და კორესპონდენტი;
2008 წელი ’’რადიო იმედი’’-ს ყოველდღიური პოლიტიკური თოქ-შოუს ’’ყველა-კითხვის’’ ავტორი და წამყვანი
2012 წლიდან დღემდე ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი/კორესპონდენტი.
 
 
 
ჟურნალისტურ წრეებში ხშირად საუბრობენ, რა ისწავლეს და რა ცოდნა შეიძინეს სტუდენტობის პერიოდში, რა დონის განათლება მისცა კონკრეტულმა უნივერსიტეტმა. უმრავლესობა თანხმდება, რომ ამ პროფესიაში მთავარი პრაქტიკაა და, რომ ჟურნალისტების უმეტესობა პროფესიულად მაშინ დაოსტატდა, როდესაც მუშაობა დაიწყო. მე კი ყოველთვის სიამაყით აღვნიშნავ, რომ ’’ალმა-მატერმა’’ არამარტო ცოდნა, არამედ სწორედ ჟურნალისტური ოსტატობა მასწავლა.
 
რომ არა ’’ალმა-მატერი’’-ს სატელევიზიო სახელოსნო და იქ მიღებული გამოცდილება, ძალიან გამიჭირდებოდა ამ პროფესიაში თავის დამკვიდრება. მე ვარ სახელოსნოს ერთ-ერთი  პირველი კურსდამთავრებულები და ეს სიამაყეს მგვრის. დღესაც, ხშირად ვიხსენებ თემურ ფაფერაშვილის თითოეულ სიტყვასა და დარიგებას, რომელსაც სტუდენტობისას  ვერც ვაცნობიერებდით და ხშირად გადაჭარბებულიც გვეჩვენებოდა.
 
ხშირად ვამბობ, რომ ალმა-მატერი დიდი ოჯახია, რომელიც პირველ რიგში უმთავრესს -  ადამიანებთან ურთიერთობას გასწავლის. სადაც ისევე უფრთხილდებიან ერთმანეთს, როგორც ოჯახის წევრს და სადაც ყოველთვის უხარიათ ერთმანეთის წარმატება. სწორედ ამიტომ წარმოუდგენელი სითბო გამყვა ამ კედლებიდან - ამიტომ მიყვარს ყველა ’’ალმა-მატერელი’’ და ამ სიყვარულისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ, მამუკა თავხელიძეს. ჩვენ ერთი დიდი ოჯახის შვილები ვართ
 
რაც წლები გადის ვრწმუნდები, რომ ’’ალმა-მატერი’’ მშობელი დედასავით მიყვარს, რომლის ზრუნვასა და ამაგს ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და რომელსაც ვერასოდეს გადავუხდი საკადრის მადლობას. ალბათ,  სწორედ ამიტომ ჰქვია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს - ’’ალმა-მატერი’’

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264209

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By