ENG

დავით მანაგაძე

ასისტენტ - პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წევრი.

 
დაიბადა 1974 წლის 25 აგვისტოს  ლაგოდეხში. 1996 წელს დაამთავრა უდმურტიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 2001 წელს დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
 
2001 - 2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. 2008 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, მუშაობს თემაზე " საპროცესო შეთანხმება  - ისტორიულ - სამართლებრივი ანალიზი". ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;  ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
 
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში მიჰყავს პრაქტიკული კურსი სისხლის სამართლის პროცესის ხაზით - “საპროცესო დოკუმენტების შედგენა” და “სასამართლო ტრეინინგები”..
 
გამოქვეყნებული აქვს 4 სამეცნიერო ნაშრომი.
 
მშობლიური ენის გარდა, თავისუფლად  ფლობს   რუსულ ენას და  კარგად  -  ინგლისურ ენას.
 
ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10887326

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By