2005 წლის ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებული. სტუდენტობის წლებშივე მუშაობდა ტელეკომპანია "მზეში სპორტულ კომენტატორად". ,,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემმა ბიძამ, ერთ დროს I არხის საკმაოდ ცნობილმა ჟურნალისტმა გურამ კავილაძემ მირჩია. მე ცხადია უსიტყვოდ არ მიმიღია მისი რჩევა. პირადადვესტუმრე ,,ალმა მატერს გამოგიტყდებით, სხვა სასწავლებლებიც მოვინახულე, მაგრამ ის ტექნიკური ბაზა, ის გარემო, რაც აქ დამხვდა, არსად არ მინახავს. ბიძაჩემი სასწავლო პროგრამასაც გაეცნო დააღნიშნა, რომ აქ სრულიად განსხვავებული მიდგომაა ჟურნალისტის მომზადებისადმიო. ყველაფერი ეს გავაანალიზე და ოჯახთან ერთადგადავწყვიტე ამ უნივერსიტეტში დავუფლებოდი ჟურნალისტობას. ნამდვილად არ ვნანობ. ვწუხვარ მხოლოდ იმას,რომ დროის უქონლობის გამო ვერ ჩავირიცხე სატელევიზიოშემოქმედებით სახელოსნოში.
სახელოსნო დამატებით დიდ დროსა და კოლოსალურ ენერგიას მოითხოვს. ჩემ მომავალ თანაფაკულტეტელებს ვურჩევ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის,რომ ამ სახელოსნოშიმოხვდნენ,რადგან აქ მხოლოდ შრომისმოყვარე და ნიჭიერ სტუდენტებს ირჩევენ...