ENG

ოთარ ქანთარია

2006 წელს დაამთავრა სახელმწიფო მართვის სპეციალობა. უნივერსიტეტში იგი საკმაო გამოცდილებით მოვიდა. სკოლაში სწავლის პერიოდში იყო ახალგაზრდული ალტერნატიული პარლამენტის წევრი. 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და ჯორჯიის უნივერსიტეტს (შეერთებული შტატები) შორის დადებული პარტნიორული ხელშეკრულების საფუძველზე,  ამერიკული მხარის დაფინანსებით, პარალელურად ჩაირიცხა ჯორჯიის უნივერსიტეტში და წარმატებით  გაიარა  დისტანციური სწავლების სრული კურსი გარემოს დაცვის პოლიტიკაში. კურსის დასრულების შემდეგ შეერთებული შტატების საელჩოს ატაშემ როენა ნაჯაფიმ გადასცა ჯორჯიის უნივერსიტეტის შესაბამისი სერთიფიკატი.
 

უნივერსიტეტში სწავლის პეროდში, დაასრულა კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის კიდევ ერთი სასწავლო კურსი  დისტანციური სწავლების ფორმით,   ადამიანურ რესურსებსა და კადრების მენეჯმენტში. 

ოთარი ჩართული იყო ნებრასკას უნივერსიტეტისა (შეერთებული შტატები) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში: ,,ჩვენი საერთო მომავალი: მულტიკულტურული მასობრივი კომუნიკაციის ანთოლოგია” და ,,რეალობისა და ირეალობის ტრანსფორმაცია მხატვრულ ნაწარმოებებში”.

მისი მონაწილეობით პროფესორ ლანსელოტ ფლეტჩერთან, პროფესორ მიხეილ გოგატიშვილთან და პროფესორ გიორგი ბარამიძესთან ერთად უნივერსიტეტმა გამოსცა ,,ათი ფედერალისტური წერილი” ქართულ და ინგლისურ ენებზე. წიგნი საჩუქრად გადაეცა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივანს კოლდოლიზა რაისს, რომლებმაც მადლობის წერილები გამოუგზავნეს უნივერსიტეტს და მაღალი შეფასება მისცეს ნაშრომს.

უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო საქართველოს გაეროს ასოციაციაში ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორად. ამავე პერიოდში,  MASC-ის პროგრამით, სწავლას აგრძელებს ატლანტის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

,,ბედნიერად ვთვლი თავს რომ ,,ალმა მატერი” დავამთავრე. მას ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის ჩემი, როგორც პროფესიონალის , ფორმირებაში. ეს განსაკუთრებით კარგად გავიაზრე აქ, შეერთებულ შტატებში. მადლობა მას ყველაფრისათვის...

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264165

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By