ENG



1992 წელი - დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი “ალმა მატერი“. იმ დროისათვის ლექციებს კითხულობდნენ - აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, კოტე მახარაძე, ოთარ ჯაფარიძე, რეზო ჭოღოშვილი, ალბერტ აბესაძე, ლეო მენაბდე...

 

1994 წელი - “ალმა მატერში“ ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.

 

1995 წელი - უნივერსიტეტ “ალმა მატერს“, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი, თუმცა საზოგადოება მას, დღესაც, “ალმა მატერად“ მოიხსენიებს.

 

1995 წელი - უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, კომპიუტერული უზრუნველყოფით, რომლის ანალოგი საქართველოში დღესაც არ მოიპოვება.

 

1995 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართველოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).

 

1996 წელი - უნივერსიტეტი აფუძნებს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას (კერძო სასწავლებელთა შორის პირველად).

 

1996 წელი - ჩატარდა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელთა ათეულშია.

 

1998 წელი - სტომატოლოგიურ კათედრაზე, პირველად საქართველოში, დამუშავდა სტომატოლოგიური სწავლების კომპიუტერული პროგრამა ქართულ ენაზე (საავტორო უფლება 01/3-3-40).

 

1999 წელი - დებატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის პროექტma გაიმარჯვა ფონდი ,,ღია საზოგადოება ,,საქართველოს” კონკურსში.

 

2000-2001 წლები – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს აუდიო კონფერენცია ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან ერთად.

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10888497

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By