ENG

უნივერსიტეტში განხორციელებული საერთაშორისო პროექტები

1995 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შეტანილ იქნა მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში.

 

1999 წელი დებატებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი – პროექტმა გაიმარჯვა ფონდი „ღია საზოგადოება „საქართველოს” კონკურსში.

 

2000 - 2001 წლები – ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს აუდიო კონფერენცია ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო განვითარების ცენტრთან ერთად.

 

2001 - 2003 წლები TEMPUS TACIS – ევროკავშირის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სწავლებისა და სწავლის სისტემის ევროპულ სტანდარტებზე გადაყვანასა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრის შექმნას.

 

2001 წელი შეერთებული შტატების საელჩოს პროგრამით უნივერსიტეტის პედაგოგი ნანა კაჭაბავა იმყოფებოდა შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე პროფესორ დალი ქადა¬გიშვილთან ერთად დაამუშავა ამერიკანისტიკის კურსი, რომელიც იკითხება ორ სპეციალობაზე სავალდებულო მოდულად, ხოლო სხვა სპეციალობებისათვის არჩევით.

 

2001 წელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკვირაო სკოლა. პროექტმა გაიმარჯვა ფონდი ღია საზოგადოება „საქართველოს” კონკურსში.

 

2001 წელი გაეროს პროგრამა „გენდერი, კონფლიქტი და მშვიდობის მშენებლობა”. აღნიშნული კურსი იკითხება სულ რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში.

 

2002 წელი – UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლე¬ვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით პირველ ხუთეულშია დასახელებული.

 

2003 წელი ევროპული დიდაქტიკა – პროექტმა გაიმარჯვა ფონდი „ღია საზოგადოება „საქართველოს” მიერ გამოცხადებულ კონკურსში. Pპროექტის ფარგლებში ნაშრომი გამოიცა წიგნად (ავტორები – პროფესორი მამუკა თავხელიძე, პროფესორი ბელა გომელაური).

 

2003 წელი ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მსოფლიო ეკონომი¬კური ფორუმის ერთობლივი კვლევითი პროექტი. საქართვე¬ლოდან მონაწილეობდა მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რომელიც იკვლევდა პოსტსაბჭოურ სივრცეში ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს.

 

2003 წელი – უნივერსიტეტი მიწვეული იყო ოქსფორდის უნივერსიტეტში. რექტორი, პროფესორ მამუკა თავხელიძე აირჩეულ იქნა ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.

 

2005 წელი ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნებრასკას უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, ფულბრაიტის უფროსმა სპეციალისტმა ბევერლი მერიკმა 6 კვირიანი სალექციო და სასემინარო ციკლი ჩაატარა მასობრივ კომუნაკაციაში. პროექტში მონაწილეობდნენ ტელე-რადიო ჟურნალისტიკისა და სახელმწიფო მართვის სპეციალობის სტუდენტები. პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

2005-2006 წელს საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „ადამიანის უფლებათა სფეროში სტუდენტი-ახალგაზრდობის სამოქალაქო განათლების პროგრამა.” პროექტის ფარგლებში გამოიცა სახელმძღვანელო _ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი.

 

2006 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ნიუვალდეგის ინსტიტუტის (ავსტრია) მიერ ჩატარებულ კონფერენციაში „კულტურის საფუძვლები”. პროექტი დაფინანსდა ნიუვალდეგის ინსტიტუტის მიერ.

 

2006 წელიდან გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამა, რომელიც ანაპოლისში მდებარე სენტ. ჯონს-ის უნივერსიტეტის პროგრამაზეა დაფუძნებული, იგი მიიჩნევა ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ლიბერალური განათლების უნივერსიტეტად და სენტ. ჯონსი ახალი გელათის აკადემიის პროგრამის ოფიციალური პარტნიორია. მენეჯმენტის, ადმინისტრეირების და ლიდერობის სწავლება დაფუძნებულია ლიბერალური განათლების მიდგომაზე, რომელიც ბაკალავრიატის ძირითადი ფორმაა ამერიკის შეერთებულ შტატებში.სწავლების ძირითადი ენა ინგლისურია. ხოლო ქართული ლიტერატურა, ისტორია და მართლმადიდებლური თეოლოგია ისწავლება ქართულად.

 

2007 წელს უნივერსიტეტში განხორციელდა პროექტი „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

 

2007-2008 წლებში უნივერსიტეტში განხორციელდა სამეცნიერო პროექტი „ფედერალისტები და სამოქალაქო განათლების პრობლემები საქართველოში”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების მცირე გრანტების დემოკრატიის კომისიის მიერ.

 

2008 წელი აშშ-ს ფონდის „ღია სამყარო” მოწვევით ჯორჯიის შტატში “ღია სამყარო – 2008” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, იმყოფებოდა აკადემიური სტანდარტებისა და ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი მოგელი შენგელია. პროგრამა დააფინანსა აშშ კონგრესის ბიბლიოთეკამ.

 

2008 წელი დაიდო ხელშეკრულება ბუკოვინას სახელმწიფო ფინანსურ აკადემიასთან (უკრაინა), რომელიც ითვალისწინებს სხვასახვა სახის სამეცნიერო-კვლევით თანამშრომლობას.

 

2008 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ანაპოლისის წმინდა იოანეს კოლეჯისა (აშშ) და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული „ახალი გელათის” აკადემიის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სემინარები. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG” (საქართველოში ლიბერალური გნათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია) მიერ.

 

2008 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ლექცია თემაზე „კრიმინოლოგია – რეალობა და პერპექტივები”, რომელშიც მონაწილეობდა შეერთებული შტატების კრიმინოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი კრის ესკრიჯი.

 

2008 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ნეოპლატონიზმი და თანამედროვეობა”. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა, კონფერენციაში მონაწილეობდნენ სენტ ჯონსის კოლეჯის (ანაპოლისი, აშშ) წარმომადგენლები.

 

2008 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა ევროპული სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) სრული წევრი, რის შედეგადაც უნივერსიტეტს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს მონაწილეობა ამ ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციებსა და სემინარებში და იყოს პრივილეგირებული პარტნიორი მათ პროექტებში.

 

2009 წელი იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მანანა მოსულიშვილი აშშ-ს ფონდის „ღია სამყარო” მოწვევით იმყოფებოდა ჯორჯიის შტატში “ღია სამყარო – 2009” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა დააფინანსა აშშ კონგრესის ბიბლიოთეკამ.

 

2009 წელი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია USAID–ის პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ვისკონტის უნივერსიტეტში (აშშ) ჩვენს უნივერსიტეტში ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების პროგრამის დანერგვის მიზნით.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ომისა და მშვიდობის ჟურნალოსტიკა”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – საქართველო და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი – სომხეთი.

 

2009 წლის 11 მაისიდან 6 ივნისამდე ინგლისური ენის სპეციალისტი ქალბატონი ჯენიფერ ჰერინი (აშშ) გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგების პროფესიული განვითარებისათვის სემინარებს ატარებდა ბიზნეს ინგლისურის სწავლების მეთოდიკაში. აგრეთვე, ის უძღვებოდა ბიზნეს ინგლისური ენის კურსს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. პროექტი დაფინანსდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რომელსაც ადმინისტრირება გაუწია ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და დანაშაულობის კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრმა „ადამიანური ჰარმონიული განვითარების საზოგადოების” ხელშეწყობით სასტუმრო “ამბასადორში“ მოეწყო მრგვალი მაგიდა _ „ქალი და დანაშაულობა.” პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხადაჭერით.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სენტ ჯონსის კოლეჯის (აშშ) ერთობლივი სასწავლო საზაფხულო პროგრამა „ათენი და იერუსალიმი”. პროექტი დაფინანსდა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის “OLEG (საქართველოში ლიბერალური გნათლების მხარდაჭერის ორგანიზაცია)” მიერ.

 

2009 წელი ბერლინის თავისუფალმა უნივერსიტეტმა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან ერთობლივად თბილისსა და ბაკურიანში ჩაატარა საერთაშორისო სემინარი - კონფლიქტების სიმულაცია კავკასიის რეგიონში. პროექტის კოორდინატორი და ორგანიზატორი იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი სვენ კონიაკი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიის გაცვლითი სამსახურის (DAAD) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობდნენ აზერაბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებიც.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის პრობლემები წარსულში, აწმყოსა და მომავალში”. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (საქართველო), ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), თავისუფალი აზრის სახლი (საქართველო) და კონფლიქტების მოგვარების არატრადიციული მეთოდების შემუშავების კავკასიური ცენტრი – სომხეთი.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია _ „პლატონიზმი, არისტოტელიზმი და ნეოპლატონიზმი შუა საუკუნეებსა და ახალ დროში~. კონფერენციაში მონაწილებდნენ ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსები ბურკჰარდ მოიზიში და ჰელმუტ შნაიდერი.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე: “ანთროპოლგიური მუდმივები ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში: მე _ პიროვნება _ საკუთრება _ თავისუფლება~. სემინარს ხელმძღვანელობდა გერმანელი პროფესორი ჰელმუტ შნაიდერი.

 

2009 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.

 

2009 წელი უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმში.

 

2009 წელს გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ შჩეცინის უნივერსიტეტთან (პოლონეთი).

 

2009 წელი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შევიდა Ullbe – მსოფლიოს უნივერსიტეტებისა და კოლეჯების კატალოგში. http://www.ullbe.com/index.php?tbl=univ&act=search

 

2009 წლიდან ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე ხორციელდება USAID-ის პროექტი „ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების” (ECI) შესახებ.

 

2009 წელი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მურთაზ კვირკვაია პროფესიული გამოცდილების ამაღლების მიზნით, იმყოფებოდა შეერთებულ შტატებში ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის განათლების დეპარტამენტის მიერ.

 

2010 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში.

 

2010 წელს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტმა გააფორმა ხელშეკრულება ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორთან ჯო მაკნალტთან, რაც ითვალისწინებს, თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.

 

2010 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ნებრასკას ლინკოლნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორებთან რონალდ ჯოკელთან, რიჩარდ ედვარდსთან და რიჩარდ ტორაკოსთან. ხელშეკრულება ითვალისწინებს მათ წევრობას ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში.

 

2010 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტელე-რადიოჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებმა არჰავის კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე (თურქეთი) I ადგილი მოიპოვეს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის შექმნისათვის. ფესტივალი დაფინანსებული იყო არჰავის მუნიციპალიტეტის და ფესტივალის კომიტეტის მიერ.

 

2010 წელს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მურთაზ კვირკვაიამ მოიპოვა ამერიკული საბჭოების FDP კუსდამთავრებულთა გრანტი „უნივესიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია“.

 

2010 წლიდან უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „ალექსის დე ტოკვილი, დემოკრატია ამერიკაში”. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

 

2010 წელი – სასტუმრო ‚დიპლომატში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი „დანაშაულობასთან ბრძოლის კრიმინოლოგიური ასპექტები თანამედროვე მსოფლიოში”. სიმპოზიუმის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, დიასპო-რის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მაქს-პლანკის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი (გერმანია).

 

2010 წელი – სასტუმრო „მეტეხი პალასში“ ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის 130-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და დიასპორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

 

2010 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში“. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

 

2010 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და დოკუმენტური ტელეფილმების სტუდენტური II საერთაშორისო ფესტივალი „კენტავრი”.

 

2010 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორი იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტი.

 

2010 წელი ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დავით სიხარულიძემ მოიპოვა ამერიკული საბჭოების FDP გრანტი. იგი სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულებით იმყოფებოდა კანზასის უნივერსიტეტში.

 

2011 წელი გრიგოლ რობაიძის უნივერესიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის IV დონის 3 სტუდენტმა – ნათია ქააძემ, გიგა გიგაშვილმა და რუსუდან კახიშვილმა მონაწილეობა მიიღეს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში (ჩეხეთი) გამართულ კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის სამართალს. კონფერენიის ორგანიზატორის იყო სამართლის სტუდენტთა ევროპული ასოციაცია (ELშA). უნივერსიტეტმა ნაწილობრივ დააფინანსა სტუდენტთა მონაწილეობა.

 

2011 წელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი _„ოპერაციის შემდგომი რეციდივებისა და მეტასტაზების თავიდან აცილება გარეგანი და შინაგანი ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დროს” ონკოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ამერიკისა და ევროპა-აზიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლაურეატის, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ბატონი შალვა მარდის პრეპარატის გამოყენებით.

 

2011 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში, რომელიც გაიმართა ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში.

 

2011 წელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ გიორგი ღლონტის, ასოცირებულ პროფესორ ამირან მოსულიშვილისა და ასისტენტ-პროფესორ დავით მანაგაძის შემადგენლობით მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში: „იურიდიული მეცნიერებებისა და განათლების თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები” რომლიც ჩატარდა ბაქოში აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის, სოცილოგიისა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით. კონფერენცია დაფინანსდა აზერბაიჯანის მხარის მიერ.

 

2011 წლიდან უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევით ინსტიტუტში ხორციელდება სამეცნიერო-კვლევითი პროექტი „თომას პეინი: „საღი აზრი“ (ქართული თარგმანი გამოკვლევიტა და შენიშვნებით)“. პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

 

2011 წელი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი თავაძემ, მოიპოვა ჰერცოგ ავგუსტის ბიბლიოთეკის (ვოლფენბიუტელი ჭოლფენბüტტელ, გერმანია) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია. იგი, სამი თვის გაემგზავრა გერმანიაში რენესანსისა და ახალი დროის აზროვნების შემსწავლელ ცენტრში სამუშაოდ.

 

2011 წელი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მკვლევართა სტატიები გამოიცა ევროპული სამეცნიერო ჟურნალის 2011 წლის ივლისის სპეციალურ გამოცემებში (ტ. 19, 20). http://eujournal.org/Chapters10/esj_july2011_vol20.pdf

 

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები:

 

2001 წელს პრაღის ამერიკულ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსი-ტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნივერსიტეტმა მოიპოვა ექსკლუზიური უფლება უფასოდ გააგზავნოს ჩვენი უნივერსიტეტის ეკონომიკის სპეციალობის კურსდამთავრებულები PhD ან MPA – ის პროგრამებზე პრაღაში.

 

2002 წელი ჩრდილო კაროლინას უნივერსიტეტთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, კრიმინალისტიკის დისციპლინებში ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.

 

2002-2003 წლები სიეტლის კოლეჯთან განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა საბუღალტრო აღრიცხვაში.

 

2003 წელს დაიდო ხელშეკრულება აშშ-ს საერთაშორისო პროგრამების საბჭოსთან, რომელიც ითვალისწინებს სტაჟირებას შეერთებულ შტატებში 4 თვით, ხელფასისა და ბინის უზრუნველყოფით, აგრეთვე, კურსდამთავრებულთათვის სამუშაო სპეციალობით 18 თვემდე, ასევე, ხელფასითა და ბინის უზრუნველყოფით..

 

2004 წელი ჯორჯიის უნივერსიტეტთან (აშშ) განხორციელდა დისტანციური სწავლების პროგრამა ინგლისურ ენაში, ტერორიზმში, ამერიკულ სახელმწიფო მართვასა და ეკოლოგიურ პოლიტიკაში. პროექტი 75 % დააფინანსა ამერიკულმა მხარემ. ჯორჯიის უნივერსიტეტის მხრიდან პროექტის კოორდინატორი იყო ვანესა ჰოლტი და პროფესორი სილვია მაკლორინი. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადასცა აშშ-ს კულტურის ატაშემ ქალბატონმა როენა ქროს-ნაჯაფმა.

 

2004 წელს შვეიცარიის უნივერსიტეტთან დაიდო ხელშეკრულბა ტურიზმისა და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტუდენტთა გასაგზავნად სრული ან არასრული ციკლით.

 

2005 წელი კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხორციელდება დისტანციური სწავლების საგანმანათლებლო პროგრამა სხვადასხვა სფეროში. სწავლება ითვალისწინებს, როგორც სასერთიფიკატო, ისე სადიპლომო პროგრამებს.

 

2008 წელს დაიდო პარტნიორული ხელშეკრულება საერთაშორისო ორგანიზაციასთან studex, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებს აძლევს საშუალებას დარეგისტრირდნენ სპეციალურ ვებ_გვერდზე, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შესაბამის პროგრამაზე (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) სწავლის გასაგრძელებლად.

 

2009 წელს დაიდო ხელშეკრულება აისეკის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რის საფუძველზეც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ სტაჟირება გაიარონ ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. 2010 წელს უნივერსიტეტის დაფინანსებით პოლონეთში სტაჟირება გაიარა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუნდენტმა ანა იოსელიანმა და იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრანტმა მარიამ ისაკაძემ.

 

2009 წელს დაიდო ხელშეკრულება ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან (გერმანია), რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების გაგზავნას აღნიშნულ უნივერსიტეტში ერთი სემესტრით. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები. სწავლების პროცესი ფინანსდება გერმანული მხარის მიერ. გერმანული მხარის მიერ გაიცემა. აგრეთვე, სტიპენდიები თითოეულ სტუდენტზე 400 ევროს ოდენობით.

 

2009 წელს სკრენტონის უნივერსიტეტთან (აშშ) დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს კონკურსის გავლის შემდეგ, საშუალება ეძლევათ 3 კვირით გაიარონ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის კურსი სკრეტონის უნივერსიტეტში. კურსის დასრულების შემდეგ სტუდნეტები მიიღებენ აღნიშნული უნივერსიტეტის სერთიფიკატს.

 

2010 წელს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახდა დასავლეთ ლონდონის კოლეჯის წარმომადგენელი საქართველოში, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგისა და ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

2010 წელს დაიდო ხელშეკრულება ბიზნესისა და ფინანსების ლონდონის სკოლასთან, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესისა და ფინანსების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

2010 წელს ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტებმა ანა იოსელიანმა, გვანცა უზნაზემ და გვანცა ბურდულმა გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი არნიშნულ უნივერსიტეტში.

 

2010 წელს დაიდო ხელშეკრულება არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (აშშ) რის შედეგადაც უნივერსიტეტი გახდა არკანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში. ხელშეკრულება ითვალისწინებს სტუდენტთა გაგზავნას ბიზნესის, ჟურნალისტიკის, ლინგვისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

 

2011 წელს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაცია აისეკ საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ცენტალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სტაჟირება გაიარეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა: მეგი თურუდიშმა და ზურაბ მურაკაშვლმა.

 

2011 წელს ჰაიდენჰაიმის უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებმა ია დარჩიამ და თორნიკე მაისურაძემ გაიარეს გაიარეს ოთხთვიანი კურსი არნიშნულ უნივერსიტეტში.

 

 

უნივერსიტეტში ხორციელდება, აგრეთვე, ენის შემსწავლელი პროგრამები ამერიკაში, ინგლისსა და გერმანიაში. ამათგან ერთი სპეციალიზირებული პროგრამაა პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეთათვის პარლამენტსა და სახელისუფლებო ორგანოებში პრაქტიკის ჩათვლით. კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

გაზიარება
დაბეჭდვა
საერთაშორისო
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264779

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By