2001-2003 წ.წ. უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკავშირის TEMPUS TACIS-ის პროექტი.
საქართველოს მრავალ უმაღლეს სასწავლებელთაგან, პროექტში მონაწილეობისათვის, შერჩეული იქნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, რადგან მან სრულად დააკმაყოფილა პროექტის მოთხოვნები.
პროექტი მიზნად ისახავდა
ა) საქართველოში არსებულ სწავლებისა და სწავლის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
ბ) პროექტის ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დანერგილი მოდელის განზოგადებას და გავრცელებას სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.
ამ მიზნების განხორციელებისათვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაარსდა ,,აკადემიური ხარისხის მართვის ცენტრი”, რომელიც. იმ დროისთვის, სრულიად ახალი სტრუქტურა იყო საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის¬თვის.
რა გაკეთდა
პროფესორ-მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა გაიარა პროფესიული გადამზადების პროგრამა, როგორც ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში, ისე ადგილზე, უცხოელი მწვრთნელების მონაწილეობით.
მომზადდა მაღალი რანგის მწვრთნელთა ერთი ჯგუფი, რომელიც პერმანენტულად ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამას უნივერსიტეტის პედაგოგებისათვის.
სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებისათვის ცენტრმა ჩაატარა ხუთდღიანი ტრენინგი განათლების სამინისტროს ბაზაზე.
უნივერსიტეტს გადმოეცა ძვირადღირებული ტექნიკა.
შეიცვალა
დაინერგა
ცენტრალურ ღირებულებად იქცა
პროექტის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები იყვნენ – ინგლისის ნოტინჰემის ტრენტის და შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტები.
TACIS-ის მონიტორინგის შედეგად პროექტმა რეალურად განხორციელებული რეფორმებისათვის უმაღლესი A შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ის საგანმანათლებლო სისტემა, რაც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში 2001-2003 წლებში დაინერგა, საქართველოს კანონმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ მხოლოდ 2005 წელს განსაზღვრა.