ENG

მურთაზ კვირკვაია

მურთაზ კვირკვაია დაიბადა ხობის რაიონში სოფელ ახალ ხიბულაში 1973 წლის 17 მარტს.
 
დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან არის ეკონომიკურ აკადემიური დოქტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში.
 
2004 წელს გაიარა სპეციალური პროგრამა გერმანიაში, მომავალ ლიდერთა მომზადების აკადემიაში.
 
 2009 წელს USAD ის პროგრამით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.  
 
2009-2010 მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოები JFDP) ლექტორთა გაცვლის პროგრამაში. პროგრამის  დასრულების შემდეგ ამავე პროგრამიდან მიიღო დაფინანსება დაგროვილი გამოცდილბის საქართელოში გავრცელების მიზნით.
 
1996-2004 წლებში მუშაობდა შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1997 წლიდან მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2001 წლიდან თანამშრომლობს კავკასიის აკადემიურ ცენტრთან. 2006 -2007 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2007-2008 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 2008-2009 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
 
სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული აქვს გრანტები.
 
გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო შრომა. არის სალექციო კურსების ავტორი და დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი.
 
ჰყავს მეუღლე და შვილი.
გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11272513

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By