ENG

ფაქტები ისტორიიდან

1992 წელი – დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი “ალმა მატერი”. იმ დროისათვის ლექციებს კითხულობდნენ – აკაკი ბაქრაძე, მარიკა ლორთქიფანიძე, ლევან სანიკიძე, რევაზ მიშველაძე, კოტე მახარაძე, ოთარ ჯაფარიძე, რეზო ჭოღოშვილი, ალბერტ აბესაძე, ლეო მენაბდე...

 
1994 წელი – ,,ალმა მატერში” ლექციების წაკითხვას იწყებენ ამერიკელი და გერმანელი პროფესორ-მასწავლებლები.
 
1995 წელი – უნივერსიტეტში დაარსდა სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, კომპიუტერული უზრუნველყოფით, რომლის ანალოგი საქართველოში დღესაც არ მოიპოვება.
 
1995 წელი – უნივერსიტეტ ,,ალმა მატერს”, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი, თუმცა საზოგადოება მას, დღესაც, ,,ალმა მატერად” მოიხსენიებს.
 
1995 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შედის მსოფლიო უმაღლესი სასწავლებლების კატალოგში (საქართვე­ლოდან მხოლოდ 5 კერძო უმაღლესი სასწავლებელი).
 
1996    წელი – ჩატარდა სამედიცინო უმაღლესი სასწავლებლების ატესტაცია. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სასწავლებელთა ათეულშია.
 
1996 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას (კერძო სასწავლებელთა შორის პირველად).
 
1998 წელი – სტომატოლოგიურ კათედრაზე, პირველად საქართველოში, დამუშავდა სტომატოლოგიური სწავლების კომპიუტერული პროგრამა ქართულ ენაზე (საავტორო უფლება 01/3-3-40).
 
2001 წელი – მისი აღმატებულება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (იმ დროისათვის პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე) ეწვია უნივერსიტეტს, შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს. ალმა მატერი ამაყობს იმ შეფასებით, რომელიც მან სტუდენტებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ გამოთქვა.
 
2001 წელი – უნივერსიტეტში ხორციელდება ევროკავშირის TEMPUS  TACIS-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და სწავლის  სისტემის გარდაქმნას ევროპული სტანდარტის შესაბამისად.
 
2001 წელი – უნივერსიტეტის პედაგოგები TEMPUS  TACIS-ის პროექტის ფარგლებში სტაჟირებას გადიან ინგლისისა და შვედეთის უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსი ივსება, აგრეთვე, ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ახალგაზრდა სპეციალისტებით.
 
2002 წელი – UNESCO-ს განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლე­ვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, პირველ ხუთეულშია დასახელებული.
 
2002 წელი – უნივერსიტეტი აფუძნებს მეორე საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკას, აღჭურვილს თანამედროვე ტექნიკით. იგი მინისტრის ბრძანებით აღიარებულია სახელმწიფო სარეზიდენტურო ბაზად და მიეცა ლიცენზია  პოსტდიპლომური განათლების განხორციელების უფლებაზე.
 
2003 წელი – მთავრდება ევროკავშირის პროექტი. უნივერსიტეტი, მონიტორინგის შედეგად, უმაღლეს A შეფასებას იღებს. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, პირველად საქართველოში, მთლიანად გადავიდა სწავლებისა და სწავლის ევროპულ სისტემაზე, დაინერგა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS).
 
2003 წელი – უნივერსიტეტი ერთვება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პროექტში.
 
2003 წელი – უნივერსიტეტი მიწვეულია ოქსფორდის უნივერსიტეტში. ქართველ რექტორს, პროფესორ მამუკა თავხელიძეს ირჩევენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მრგვალი მაგიდის ნამდვილ წევრად და მრჩეველთა კომიტეტის წევრად.
 
2004 წელი – უნივერსიტეტი უმაღლესი შეფასებით იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ყოველი პარამეტრით იგი 13,6-ჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმატივებს.
 
2004 წელი - უნივერსიტეტში, ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის 4 თვის განმავლობაში მასტერკლასები, ლექციები, პრეზენტაციები, ჩაატარა აშშ ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორმა ბევერლი მერიკმა. ნებრასკას უნივერსიტეტში გამოიცა სტუდენტური გაზეთი The Home მორიგი ნომერი, რომელიც შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით. 
 
2005 წელი – უნივერსიტეტი იღებს მისი აღმატებულების, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილს, რომელშიც იგი კმაყოფილებას გამოთქვამს წიგნის „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ გამოცემით და მადლობას უხდის უნივერსიტეტს ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.
 
2005 წელი – უნივერსიტეტი იღებს  შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის  წერილს, რომელშიც იგი მაღალ შეფასებას აძლევს უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ წიგნს „ათი ფედერალისტური წერილი ქართულად“ და გამოხატავს მადლიერებას რექტორისა და რედაქტორების მიმართ ამ წიგნის საჩუქრად გადაცემისათვის თბილისში მისი ვიზიტის დროს.
 
2006 წელი - უნივერსიტეტი მეორედ იღებს სახელმწიფო აკრედიტაციას. ის  კერძო სასწავლებლებს შორის, მისაღები კონტინგენტის ყველაზე მაღალ ქვოტას იღებს -  333 სტუდენტი.
 
2006 წელი -  საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი ”სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების” შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ექიმ-სტომატოლოგთა მომზადების დონით.  
 
2006 წელი - საქართველოსა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  აქვეყნებს ალექსანდე ფონ ჰუმბოლდტის  ფონდის (გერმანია) პუბლიკაციას, სადაც აღნიშნულია რომ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი შესულია World List of Universities-ში (მსოფლიო უნივერსიტეტების კატალოგი) და აღიარებულია გერმანიაში.
 
2007 წელი -  უნივერსიტეტი იწყებს უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებას, ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამით სტუდენტთა მიღებას, რაც ნიშნავს ერთდროულად ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას.
 
2008 წელი -  უნივერსიტეტი აფართოვებს საერთაშორისო თანამშრომლობას. იწყება ქართულ-ამერიკული პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს აშშ ჯონსის უნივერსიტეტთან ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, ამ უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ  რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.
 
2008 წელი - უნივერსიტეტში ამოქმედდა სტუდენტთა და პროფესორთა საერთაშორისო მობილობის სისტემა. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდაერთობლივი სემინარი აშშ ანაპოლისის სენთ ჯონსის კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად. პროგრამა ერთთვიანი იყო და მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებს.
 
2009 წელი - უნივერსიტეტი ახორციელებს თვისობრივად ახალი ტიპის პროექტს. ე.წ. ინტეგრირებულ პროგრამას, რაც გულისხმობს ტელე-რადიო ჟურნალისტიკის სტუდენტთა გაგზავნას ინგლისის ჰოუფ კოლეჯში 4 თვით და იქ PR მენეჯერის დამატებითი კვალიფიციკაციის მიღებას. დიპლომს გასცემს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ჰოუფ კოლეჯში მიღებული კრედიტების აღიარებით და, შესაბამისად, დამატებითი კვალიფიკაციის მინიჭებით.
 
2009 წელი - უნივერსიტეტი იწყებს ლიბერალურ-ამერიკულ პროგრამის განხორციელებას, რომელიც ანალოგია “ლიბერალურ ხელოვნებათა ბაკალავრის აკადემიური პროგრამისა”, ის თავისი არსით უნიკალურია. არის მულტიდისციპლინარული და მოიცავს ხუთ ძირითად მიმართულებას - სამართლის, ეკონომიკის, მართვის, სოციალურ-პოლიტიკურ და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს.
 
2009 წელი აშშ საელჩოში ჩატარდა საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის “ფედერალისტები” პრეზენტაცია. უნივერსიტეტმა საზოგადოებას წარუდგინა 600 გვერდიანი ნაშრომი , რომელიც მოიცავს ამერიკის დამფუძნებული მამების ალექსანდრე ჰამილტონის, ჯეიმს მედისონისა და ჯონ ჯეიმის 85 ნაშრომის თარგმანს ორიგინალური კომენტარების ჩათვლით, და ეხება აშშ საკონსტიტუციო  მოწყობის საკითხებს. აშშ ელჩმა საქართველოში ბატონმა ჯონ ტეფტმა გახსნა რა პრეზენტაცია, უმაღლესი შეფასება მისცა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორთა შრომას.  (www.federalistpapers.ge)

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11264194

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By