... ისე როგორც ადამიანის განკურნებისთვის აუცილებელია დიაგნოზის სწორად დასმა, ასევე, განათლების მიღებისა და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებისათვის მთავარია სწორი არჩევანის გაკეთება. თუ ადრე არჩევანი გულისხმობდა მომავალი პროფესიის გამოკვეთას, ახლა არჩევანი უნდა გაკეთდეს, უპირველეს ყოვლისა, უმაღლეს სასწავლებლებს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჩემმა შვილმა სწორი არჩევანი გავაკეთეთ, როდესაც ავირჩიეთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი.
რით მომწონს ეს უნივერსიტეტი?
პირველ რიგში, სწავლების მაღალი ხარისხით.
რა ისწავლება და როგორ?
ასწავლიან უმაღლესი კვალიფიკაციის პედაგოგები, რომლებიც გამოირჩევიან სალექციო მასალის გადმოცემის შესანიშნავი უნარით, აქვთ დიდი სურვილი დაეხმარონ სტუდენტებს და აუხსნან იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდებათ.
ჩემთვის, ხარისხთან ერთად მთავარია მეთოდი, მომწონს სწავლების უახლესი, თანამედროვე სტანდარტების დონეზე დაფუძნებული მეთოდები. სტუდენტი დამოუკიდებლად აწარმოებს კვლევას, ინფორმაციის მოძიებას და ანალიზს, სწავლობს და ასრულებს საკმაოდ რთულ დავალებებს.
კმაყოფილების გრძნობა გამაჩნია უნივერსიტეტში არსებული დისციპლინის კუთხითაც, რაც ცოდნის მიღების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დიდ მადლობას მოვახსენებ ადმინისტრაციას, პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში შექმნილი საუკეთესო სასწავლო გარემოს შექმნისათვის.