ENG

მანანა ჯაფარიძე

დღეს თბილისში ბევრი მაღალი დონის უნივერსიტეტია. არ შევცდები თუ ვიტყვი,  რომ ჩემმა შვილმა, ღირსეული უნივერსიტეტი აირჩია. ეს არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ალმა მატერი), რომელშიც სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დონეზე.
 
უნივერსიტეტში არჩეულია თვითმმართველობა, რომელიც აქტიურად მუშაობს და წყვეტს მნიშვნელოვან საკითხებს.
 
ყველა სტუდენტს აქვს საშუალება თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი.
 
მაღალ დონეზე ისწავლება ინგლისური ენა, უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები კითხულობენ ლექციებს. რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.
 
უნივერსიტეტში არის წესრიგი, დისციპლინა, რაც  წარმატების საწინდარია. აღსანიშნავია რექტორატის დამოკიდებულება მშობლების მიმართ.
 
სტუდენტების სწავლისადმი მოტივაციას აძლიერებს ის, რომ მათ საშუალება აქვთ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა, ხშირად ეს დამატებითი საზღაურის გარეშე ხდება, უფრო მეტიც, სტუდენტები უცხოეთში სწავლის პერიოდში იღებენ სტიპენდიასაც.
 
ჩემი აზრით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სრულფასოვან ცოდნას აძლევს ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან აქტიურად ჩაებას ქვეყნის აღმშენებლობაში.
 
გულრწფელ მადლობას მოვახსენებ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ასეთი შესანიშნავი უნივერსიტეტის დაარსებისათვის.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10887369

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By