ENG

არჩილ ჭითავა - „თიბისი“ ჯგუფის პროექტის დირექტორი

დიდად კმაყოფილი ვარ, რომ ჩემმა შვილმა არჩევანი გააკეთა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტზე. აქ შექმნილმა სიტუაციამ გაამართლა ჩემი იმედი: სწავლების მაღალი ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტების დონეზე, მსოფლიოში აპრობირებული სასწავლო პროგრამები, მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, რომელთა რიცხვშიც არიან უცხოეთიდან მოწვეული ლექტორები; უნივერსიტეტში არსებული სასწავლო რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების მაქსიმალურ დატვირთვას. 
 
აქ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებულები შეძლებენ კონკურენტულ გარემოში დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი.
 
სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ უცხოელ პარტნიორებთან ერთად განხორციელებულ პროგრამებში და სწავლა  გააგრძელონ საზღვარგარეთ ცნობილ უნივერსიტეტებში.
 
ყოველივე ამის გამო აქვს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს მაღალი რეიტინგი. მე, როგორც მშობელი, თამამად ვადასტურებ ამ რეიტინგის საფუძვლიანობას. 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
მიზნობრივი ბმულები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10919770

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By