გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტის რექტორს
ბატონ მამუკა თავხელიძეს
მოგახსენებთ, რომ ჩემი შვილი 2008-2009 წ.წ. ჩაირიცხა თქვენს უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. პირველი კურსის დახურვის შემდეგ, გაუჩნდა შიში სწავლისადმი და დაჟინებით მოითხოვა ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში გადასვლა. სამწუხაროდ ამ უნივერსიტეტში ვერ გაერკვა ვერც სწავლების სტრუქტურაში, ვერც არჩეული სპეციალობის მნიშვნელობა დაინახა და გაუჩნდა ნოსტალგია თქვენი უნივერსიტეტისა და მისი პედაგოგების მიმართ. ხშირად საუბრობდა ქ-ნ მანანაზე და თბილად, მოიხსენებდა გავლილ პირველ კურსს.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ სწავლისათვის ასეთი კარგი პირობების შექმნისათვის, იმ სითბოსთვის, რომელსაც თქვენი პედაგოგები იჩენენ სტუდენტების მიმართ.
ახლა კი მინდა გთხოვოთ, მისცეთ ჩემ შვილს სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა თქვენს უნივერსიტეტში... როგორც ჩანს ძნელია კარგის შეფასება ვიდრე ცუდს არ ნახავ...
პატივისცემით, პროფესორი თაისია გრძელიძე.