სოსო კაციტაძე
ტელეკომპანია “იმედი“ - ჟურნალისტი

უდო რაინჰოლდ იეკი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი. პლატონიზმის, არისტოტელიზმისა და ნეოპლატონიზმის თვალსაჩინო მკვლევარი.
 
1992 წელს ბოხუმის რურის უნივერსიტეტში (გერმანია) დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსის, კურტ ფლაშის ხელმძღვანელობით, ხოლო 2002 წელს კი – ჰაბილიტაცია. უდო იეკის სახელთანაა დაკავშირებული უმდიდრესი ფილოსოფიური ტრადიციის, კერძოდ კი, ორიენტალიზებული პლატონიზმისა და პლატონიკოსების მთელი თავისი სისრულით აღმოჩენა და გამოკვლევა. იგი არის XIV საუკუნის მნიშვნელოვანი (ნეო)პლატონიკოსის, ბერთოლდ მოსბურგელის „პროკლეს-კომენტარის“ ვრცელი ტექსტის ერთ-ერთი გამომცემელი და საყოველთაოდ ცნობილი ინტერპრეტატორი. მასვე ეკუთვნის არისტოტელესა და ავგუსტინეს დროის თეორიის შუა საუკუნეების აზროვნებაში (უწინარეს ყოვლისა, არაბულ, ებრაულ, ბიზანტიურ და ლათინურ ენობრივ სივრცეში) არსებული რეცეფციების ორიგინალური ინტერპრეტაცია.
 
2008-2010 წლებში იგი იყო ლიუნებურგის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი (მეცნიერების ისტორიის განხრით) და წარმართავდა სასწავლო მოდულს „მეცნიერება ქმნის ისტორიას“, რომლის ფარგლებშიც, თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად (მაგ., გერჰარდ როთი), გამართა ერთობლივი მოხსენებების, ლექციებისა და სემინარების სერია.
 
ამჟამად მოღვაწეობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორად (ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა განხრით); არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. უდო იეკი არის ორი ვრცელი მონოგრაფიისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის ავტორი.
 
მისი კვლევისა და სწავლების სფეროებია: ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია, გერმანული იდეალიზმი, XX საუკუნის ფილოსოფია (ჰაიდეგერი), სოციალური ფილოსოფია, მეცნიერების ისტორია, ნეიროფილოსოფია.
 
მთავარი ნაშრომები: „არისტოტელე ავგუსტინეს წინააღმდეგ. დროისა და სულის მიმართების საკითხის შესახებ არისტოტელეს ანტიკელ კომენტატორებთან, არაბულ არისტოტელიზმსა და XIII საუკუნეში“ (1994); „გონების სინათლე. განმანათლებლობის საწყისები შუა საუკუნეებში“ (1997, კურტ ფლაშთან ერთად); „ორიენტალიზებული პლატონიკოსები. ფილოსოფიური ტრადიციის აღმოჩენა“ (2004).

 

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11356720

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By