დაიბადა ქალაქ კილში, გერმანია, 1936 წლის 17 ივლისს.
დაამთავრა კილის ქრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტი. 1993 წლიდან არის მაკრო ეკონომიკის/საბუღალტრო აღრიცხვის და კონტროლინგის სფეროს C3 წოდების პროფესორი, ბრანდერბურგის მიწა. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში. დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის ფარგლებს გარეთ გერმანულენოვანი ფაკულტეტების ჩამოყალიბებაში.
1963–1967 წლებში მუშაობდა კარლ ვებებრის ფირმაში დირექტორის ასისტენტად.
1970–1972 წლებში მუშაობდა ჩრდილო გერმანიის ტროიჰანდის კავშირის რევიზიის ასისტენტად და დოქტორ რუდელოფ&ზეემანის საგადასახადო მრჩევლად.
1975–1977 წლებში მუშაობდა კილის ქრისტიან ალბრეხტის უნივერსიტეტის მაკრო ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად.
1977–1982 წლებში – შლეზვიგ ჰოლშტაინის მიწის სოციალური სამინისტროს რეფერენტი.
1982–1993 წლები – ბრემენის ჰასნზეშტატისა და ფერიეს ჯანდაცვის სენატის სფეროში მეცნიერული საქმიანობა
1997 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის გერმანულენოვანი ფაკულტეტის პროფესორი მაკრო და მიკრო ეკონომიკის საკითხებში.
2001 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
2007 წლიდან ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სრული პროფესორი;
2009 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
გამოქვეყნებული აქვს 20 სამეცნიერო შრომა. არის სალექციო კურსების ავტორი და დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.