დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1997 წლიდან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორია. 1992 წლიდან მუშაობს თსუ ეკონომიკური თეორიის კათედრის მასწავლებლად, 1997 წლიდან, იქვე მაკროეკონომიკის მიმართულების ასოცირებულ პროფესორად.
2007 წლის იანვრიდან გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
1997 წლიდან იყო ჯერ ს.ს. “თბილკომბანკის” შემდეგ ს.ს. “პროკრედიტბანკის” სალომბარდე განყოფილებების უფროსი. 2006-2008 წლებში იყო ს.ს. “ვისოლპეტროლიუმჯორჯიას” რეგიონული მომსახურების მენეჯერი.
2002 წლიდან არის არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
კითხულობს ლექციებს მაკროეკონომიკასა და ბიზნესის ეთიკასა და ფსიქოლოგიაში (ეკონომიკური ფსიქოლოგია). არის 14 სამეცნიერო შრომისა და ეკონომიკაში მე-6 კლასის დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი.
ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.