ENG

რექტორის მიმართვა

თანამედროვე საზოგადოებას ინფორმაციულ საზოგადოებას უწოდებენ, ხოლო თანამედროვე ეკონომიკას _ ცოდნის ეკონომიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, განათლების დონეა განმსაზღვრელი ახალგაზრდა კაცის ხვალინდელ დღისა. განათლებაა სწორედ სოციალური მობილობის მამოძრავებელი ენერგია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, განათლების დონის შესაბამისად ადამიანი შეიძლება დაბალი სოციალური ფენიდან მაღალ ფენაში აღმოჩნდეს და პირიქით. ამის კონკრეტული მაგალითი ბევრია ჩვენს ყოფაში. ამიტომ უაღრესად აქტუალურია დილემა _ რომელ უმაღლეს სასწავლებელს დაუკავშიროს ახალგაზრდამ საკუთარი ბედი? რომელი სასწავლო დაწესებულება მისცემს ისეთ ცოდნას, რითაც შეძლებს სრულად დააკმაყოფილოს შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნა და ღირსეული ადგილი დაიკავოს საზოგადოებაში.

 
ამ მხრივ ნამდვილად გვაქვს საამაყო. მარტო ის რად ღირს, რომ იუნესკოს განათლების მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკვლევით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, ჩვენი უნივერსიტეტი საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა შორის პირველ ხუთეულშია დასახელებული. ხოლო 2006 წელს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის ანგარიშის მიხედვით, ჩვენი უნივერსიტეტი, კურსდამთავრებულთა სალიცენზიო გამოცდების შედეგებით, პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
 
უფრო მეტიც, ჩვენ სტუდენტებს, რომლებიც საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში უცხოეთის პარტნიორ უნივერსიტეტებში ამთავრებენ პროგრამულ ციკლს, იქვე სთავაზობენ სამუშაოს. ამის ნათელი მაგალითია დათო კვინიკაძე, რომელმაც ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამის ფარგლებში დაასრულა სამაგისტრო კურსი ბუდაპეშტში და ინგლისის ტელესაკომუნიკაციო კომპანიაში მიიწვიეს სამუშაოდ.
 
როგორ ვაღწევთ ასეთ შედეგებს?
 
წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
 
  1. სწორად შერჩეული აკადემიური გუნდი, რომელიც ეფექტურად მუშაობს სტუდენტებთან.
  2. სწავლების უახლესი მეთოდები და ტექნოლოგიები: კეის მეთოდები, დისკუსიები, პრეზენტაციები და სხვ. ამით ყოველთვის გამოირჩეოდა ჩვენი უნივერსიტეტი.
  3. თეორიისა და პრაქტიკული მეცადინეობების ისეთი შერწყმა, რომელიც სტუდენტს უნივერსიტეტის კედლებშივე უყალიბებს პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
  4. შექმნილია ისეთი მექანიზმები, რომელიც “აიძულებს” სტუდენტს ისწავლოს _ არცერთი სტუდენტი მაღალი ხარისხის ცოდნის გარეშე.
  5. უნივერსიტეტში მოქმედებს პრინციპი _ თითოეული სტუდენტისაგან შესაძლებლობის მაქსიმუმი, თითოეულ სტუდენტს მხარდაჭერის მაქსიმუმი.
 
ძნელია მოკლედ ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გადმოცემა... თუ უფრო ღრმად გაეცნობით მის საქმიანობას, დარწმუნდებით, რომ ალმა მატერი ნამდვილ პროფესიონალებს ზრდის.

 

იხილეთ რექტორის ინტერვიუები

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10904609

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By