1976 წელს დაიბადა თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო აკადემია, სტომატოლოგიის ფაკულტეტი.
2006 წელს დაამთავრა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი. მიღებული აქვს მონაწილეობა 3 საერთაშორისო კონფერენციაში. აქვს გამოქვეყნებული 18 სამეცნიერო შრომა, ქართულ და უცხოურ რეცენზირებად ჟურნალებში. თანაავტორია 1 მონოგრაფიის.
2005 წლიდან არის სტომატოლოგიური კლინიკა “მედიადენტ+” დირექტორი.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2004 წლიდან კითხულობს ლექციებს ორთოპედიაში. 2006 წლიდან არჩეულია ასოცირებულ პროფესორად.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.