1948 წელს დაიბადა თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1997 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მიღებული აქვს მონაწილეობა 15-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. აქვს გამოქვეყნებული 120 სამეცნიერო შრომა, როგორც უცხოურ ასევე ქართულ რეცენზირებად ჟურნალებში.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 2010 წლიდან არჩეულია მედიცინის ფაკულტეტის სრულ პროფესორად კითხულობს ლექციებს სამედიცინო საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.