ENG

საგრანტო კონკურსი

შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევებისათვის  2015-2016 წლის საგრანტო


კონკურსის პირობები

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი აცხადებს კონკურსს 2015-2016 წლის შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევით პროგრამებზე გრანტის მოსაპოვებლად. 

 

საგრანტო კონკურსი გაიმართება ღიად და საჯაროდ, გამჭვირვალე კონკუ-რენტულ გარემოში, პროგრამული პრიორიტეტების ფარგლებში.

 

საგრანტო კონკურსის მიზანი:

 

  • უნივერსიტეტში არსებული სამეცნიერო/აკადემიური პოტენციალის წარმო-ჩენა-გაძლიერება, შედეგზე ორიენტირებული ფუნდამენტური და გამოყე-ნებითი კვლევების განვითარება;
  • ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება;
  • სამეცნიერო კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისათვის;
  • უნივერსიტეტში შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის ინტეგრირების ხელშეწ-ყობა;
  • ახალი ცოდნის გენერირება და კვლევის შედეგების სასწავლო პროცესში იმპლემენტირება.
  •  

     

    სამეცნიერო-კვლევითი პროგრამები:

     

    1. სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენა-გამოცემა ძირითადი მოთხოვნები: 
  • სახელმძღვანელო/დამხმარე სახელმძღვანელოების  შემუშავება-შედგენა უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პროგრამების შესაბამისად;
  • სახელმძღვანელოში მოცემული მასალა უნდა ეყრდნობოდეს ავტორის კვლევის შედეგებსა და გამოცდილებას კონკრეტულ დარგში, უნდა ემსახურებოდეს სტუდენტებისათვის ახალი ცოდნის მიწოდებას;
  • სახელმძღვანელო სტუდენტს უნდა დაეხმაროს წიგნზე მუშაობის ინდივიდუალური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, საკუთარი შემეცნებითი პროცესის დამოუკიდებლად ორგანიზებაში;
  • სახელმძღვანელო უნდა აღძრავდეს მოტივაციას და იძლეოდეს ცოდნის გაღრმავების საშუალებას სხვა წყაროების მოძიება/დამუშავების საფუძ-ველზე.
  •  

     

    სახელმძღვანელოს სავარაუდო სტრუქტურა:

     

    ა) სარჩევი;

    ბ) თავების მოკლე ანოტაცია (ყოველი თავის დასაწყისში);

    გ) ძირითადი შინაარსი –პოსტულატების/თეზისების აქცენტირებით;

    დ) საკონტროლო კითხვები;

    ე) სიტუაციური ამოცანა/დავალება;

    ვ) დამატებითი წყაროების მითითება.

     

    2. მონოგრაფია/სოციალური მეცნიერებები/სამართალი/მედიცინა/ბიზნესი ძირითადი მოთხოვნები:

  • მონოგრაფიაში უნდა აისახოს ავტორის ორიგინალური კვლევის შედეგები, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული დარგის შემდგომი განვითარებისათვის და უნივერსიტეტში განხორციელებული პროგრამების ახალი მეცნიერული ცოდნით უზრუნველყოფისათვის;
  • სასურველია ნაშრომს თან ახლდეს სახელმძღვანელო სტუდენტე-ბისათვის, რომელიც სტუდენტს გაუღვივებს წიგნზე მუშაობის მოტივა-ციას და სწავლის პროცესში დაეხმარება ეფექტურად გამოიყენოს აღნიშნული მონოგრაფია;
  •  

    3.საზოგადოებრივ საჭიროებებზე (ჯანმრთელობა) ორიენტირებული პროგრამების მხარდაჭერა ძირითადი მოთხოვნები:

  • კლინიკური სამეცნიერო კვლევითი მეთოდების შესწავლა;
  • მცენარეების ექსპერიმენტული კვლევა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყოფის მიზნით;
  • სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით სწრაფად განვითარებადი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდიკის შემუშავების ხელშეწყობა.
  •  

    4. საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმის ორგანიზება

  • საერთაშორისო და შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის/სემინარის/ტრენინგის/სიმპოზიუმის/მრგვალი მაგიდის ორგანიზება-ჩატარება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მონაწილეობით.
  •  

     

    საპროექტო განაცხადი:

     

  • კონკურსი ცხადდება გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო  კვლევების მართვის ცენტრის მიერ;
  • საპროექტო განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრის  მიერ დადგენილი ტიპიური ფორმის მიხედვით (იხ.სააპლიკაციო ფორმა #1);
  • კონკურსის გამოცხადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
  •  

     

    კონკურსის ძირითადი პრინციპები:

     

  • ღიაობა;
  • გამჭირვალობა;
  • კვლევის ეთიკის დაცვა;
  • კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა;
  •  

     

    დამატებითი მოთხოვნები

     

    უპირატესობა მიენიჭება იმ ნაშრომს (სახელმძღვანელოს/დამხმარე სახელმ-ძღვანელოს/მონოგრაფიას), რომელსაც თან დაერთვება ციფრული და სხვა თვალსაჩინო მასალა;

     

  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, უნდა შეიცავდეს ნოუ-ჰაუს ელემენტებს;
  • ფურცლების (გვერდების) რაოდენობა არ იზღუდება; უნდა აიკრიფოს “აკადნუსხურის” ფონტით. ძირითადი ტექსტი 12 შრიფტით, სათაური 14 შრიფტით;
  • არასრული განაცხადი ჩაითვლება ტექნიკურად გაუმართავად და არ დაექვემდებარება განხილვას.
  • დასრულებულ ნაშრომს თან უნდა ახლდეს ამ სფეროში მომუშავე ორი ექსპერტის მიერ გაცემული  რეცენზია;
  • კონკურსში გამარჯვებულ მონოგრაფიას / სახელმძღვანელოსა და დამხმარე სახელმძღვანელოს, აგრეთვე, კვლევითი პროექტის შედეგების დაბეჭდვასა და გამოცემას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საგამომცემლო ცენტრი; 
  •  

    კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საპროექტო განაცხადის მიღება იწარმოებს მთელი წლის განმავლობაში. 

     

    განმცხადებლის ინფორმირება დამტკიცებულ პროექტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ:

     

  • ინფორმაცია დამტკიცებული პროექტის შესახებ განმცხადებელს მიეწოდება წერილობით და ელექტრონული ფოსტით;
  • ინფორმაცია დაფინანსებული პროექტისა და კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე დადგენილ ვადაში;
  •  

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    გრიგოლ რობაქაიძის სახელობის უნივერსიტეტი (კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების კომიტეტი)

    მისამართი: საქართველო, თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6;

    ტელ/ფაქსი: (995 32) 225 29 81; 238 44 06;

    ელ.ფოსტა: 

    n.kemertelidze@gruni.edu.ge

    მიმაგრებული ფაილები:
    საგრანტო განაცხადი


    გაზიარება
    დაბეჭდვა
    კვლევა
    © გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
    თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
    11264732

    Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

    Get Adobe Flash player

    Created By