ENG

აკრედიტაცია/ავტორიზაცია

შპს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ თვითშეფასების კითხვარში ასახული ინფორმაციის, ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2011 წლის 25-26 აგვისტოს 156-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს 2012-2013 სასწავლო წლიდან 5 წლის ვადით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და დამატებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება.

 

2011 წლის 1 დეკემბრის ავტორიზაციის საბჭოს 380-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განესაზღვრა 2000-ით.

 

2011 წლის 4 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს 252-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის (ერთსაფეხურიანი) პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია. აკრედიტაციის საბჭოს 253, 254, 255,256-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამას, ჟურნალისტიკისა და მასობროვო კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამას და ტელერადიორეპორტიორის IV საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2011 წლის 11 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს 276 და 277-ე გადაწყვეტილებით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2011 წლის 2 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს 383,384,385 და 386-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალარო პროგრამას (ერთობლივი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას (ქართულ-გერმანულენოვანი), ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამას (ფინანსები) და ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2012 წლის 20 ნოემბრის აკრედიტაციის საბჭოს 673, 674 და 675-ე გადაწყვეტილებებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას, სამართლის სამაგისტრო პროგრამას და კრიმინალისტის III საფეხურის პროფესიულ პროგრამას მიენიჭათ აკრედიტაცია.

 

2012 წლის 13 დეკემბრის აკრედიტაციის საბჭოს 787-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2013 წლის 02 მაისის აკრედიტაციის საბჭოს 66-ე გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

2013 წლის 29 ივლისის აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამას, ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამას, სამართლის სადოქტორო პროგრამას, კრიმინალისტის IV და V პროფესიული საფეხურის პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 10 იანვრის მე-5 და მე-6 გადაწყვეტილებებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამებს მიენიჭათ აკრედიტაცია.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 25 თებერვლის №26  გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის გლობალური საჯარო ადმინისტრირებისა და პოლიტიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

 

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2015 წლის 22 ივლისის №79  გადაწყვეტილებით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის (ქართულ-გერმანულ ერთობლივ) სამაგისტრო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია.

მიმაგრებული ფაილები:
აკრედიტაცია/ავტორიზაცია


გაზიარება
დაბეჭდვა
უნივერსიტეტი
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11261208

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By