გადაცემა “P.S.“
საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობები "რუსთავი2-ის P.S." ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა,

მურთაზ კვირკვაია

მურთაზ კვირკვაია დაიბადა ხობის რაიონში სოფელ ახალ ხიბულაში 1973 წლის 17 მარტს.

 

1996 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2000 წლიდან არის ეკონომიკურ აკადემიური დოქტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრეინინგ და სასწავლო კურსებში, ადგილობრივ და საერთაშორისოფორუმში და კონფერენციებში.

 

2004 წელს Friedrich Naumann-ის ფონდის დაფინანსებით გაიარა სპეციალური მომზადების პროგრამა გერმანიაში, კიოლნში მომავალ ლიდერთა მომზადების აკადემიაში.

 

2009 წელს USAID ის პროგრამის ფარგლებში გაიარა სასწავლო ტური ამერიკის შეერთებულ შტატებში ვისკონსინის უნივერსიტეტში.

 

2009-2010 მონაწილეობდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის (ამერიკული საბჭოები JFDP) ლექტორთა გაცვლის პროგრამაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში მიღებული აქვს პროგრამის წარმატებით დასრულების სერთიფიკატები კანზასის უნივერსიტეტიდან, ნებრასკის უნივერსიტეტიდან და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან. ნებრასკის უნივერსიტეტში დამატებით გაიარა სპეციალური მომზადების კურსები სწავლების დიზაინის თეორიაში და სწავლების მენეჯმენტის სისტემაში. ამავე პეროდში მონაწილეობა მიიღო პროგრამის მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ კონფერენციაში და დაიმსახურა სამაგალითო მონაწილის სერთიფიკატი. მონაწილეობდა აგრეთვე, ჩიკაგოში გამართულ კონფერენციაში უმაღლესი განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. პროგრამის დასრულების შემდეგ ამავე პროგრამიდან მიიღო დაფინანსება დაგროვილი გამოცდილბის საქართელოში გავრცელების მიზნით.

 

2012 წელს გაიმარჯვა ისრაელის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ისრაელში გაიარა MASHAV-ის ცენტრის მიერ ორგანიზებული კურსი რომელიც ეხებოდა რეგიონალური განვითარების საკითხებს.

 

1996-2004 წლებში მუშაობდა შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ თანამშრომლად. 1997 წლიდან მუშაობს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2001-2005 წლებში თანამშრომლობდა კავკასიის აკადემიურ ცენტრთან (CAC). 2006-2007 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2007-2008 წლებში იყო გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 2008-2009 წლებში იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2007 წლიდან დღემდე არის გრიგოლ რობაქიძის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი. 2010 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

 

სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებიდან მიღებული აქვს გრანტები.2002-2013 წლებში იყო რამოდენიმე საერთაშორისო გრანტის ხელმძღვანელი, მენეჯერი და კოორდინატორი.

 

კითხულობს ლექციებს საგნებში: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, ეკონომიკის პრინციპები, მენეჯმენტი.

 

კვლევის სფეროს წარმოადგენს სოციალური პოლიტიკა, შრომის ბაზარი, ადამიანური რესურსების ეკონომიკა და მენეჯმენტი.

 

რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 18 სამეცნიერო შრომა, მათ შორის სამი საერთაშორისო რეფერირებად ინგლისურენოვან და ერთი რუსულენოვან ჟურნალში. არის სალექციო კურსების ავტორი და დამხმარე სახელმძღვანელოების თანაავტორი.

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11271470

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By