ENG

პროფესიული გადამზადება

 პოლიტიკური ანალიზის მეთოდები

პროგრამა გამიზნულია: ჟურნალისტებისათვის, მიმომხილველებისათვის, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებისათვის და მსგავსი სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც,  გააჩნიათ სურვილი დაეუფლონ პოლიტიკური ანალიზის მეთოდებს და სურთ ამ მეთოდების გამოყენების ტექნოლოგიებს.
 
პროგრამის ანოტაცია
 
ყურადღება დაეთმობა თეორიული და ემპირიული მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევათა ათვისებას: ანალიზის პროექტის შედგენას, მონაცემთა სისტემატიზაციისა და დამუშავების ტექნიკას; თეორიული ცოდნის ოპერაციონალიზაციას და ანალიტიკური სქემების შედგენას, მათემატიკური მოდელირებისა და პროგნოზირების მეთოდთა ათვისებას და ა. შ.
 
პროგრამის ათვისება დაგეხმარებათ
 
სწრაფად შეარჩიოთ პოლიტიკურ პროცესთა სიღრმისეული ანალიზისათვს საჭირო მეთოდები; ოპტიმალურად გამოიყენოთ ანალიზის მნიშვნელოვანი წესები და პრინციპები: პროფესიონალურ დონეზე შეასრულოთ ანალიტიკური სამუშაო; უხელმძღვანელოთ ანალიტიკური ჯგუფის მუშაობას და ა.შ.
 
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევების დაჩქარებული და პროფესიული ათვისებისათვის გათვალისწინებულია სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და თანამედროვე მეთოდები.
 
სასწავლო პროცესის მაღალი დონის გარანტიას იძლევა, აგრეთვე პროგრამის ხელმძღვანელის შესატყვისი კვალიფიკაცია, გამოცდილება და პროფესიონალიზმი.
           
კურსის ხელმძღვანელი: ჯიმი ჯალიაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წლიანი, ხოლო სახელმწიფო და არასამთავრობო ანალიტიკურ სტრუქტურებში - 15 წლიანი სტაჟი. 3 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის, 20-ამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. გავლილი აქვს ჯ. მარშალის სახ. ეროვნული უსაფრთხოების ევროპული ცენტრის და ასევე აშშ სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
 
  •  პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატს.
  •  წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მიეცემათ რეკომენდაცია დასაქმებისათვის.
  •  სასწავლო პროგრამა მოიცავს 40 აკადემიურ საათს.
  •   სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა ორი თვე, კვირაში 6 საათი.                                               
  •   მეცადინეობის დრო: 18 საათიდან 20 საათამდე  
 

            სწავლების საფასური - 250 ლარი

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889130

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By