ENG

შემთხვევის ადგილის დათვალიერება

კურსის ხანგრძლივობა 48 საათი ორი კვირის მანძილზე, საღამოს საათებში (მსმენელებთან შეთანხმებით).

ჯგუფის შემადგენლობა არა უმეტეს 12 მსმენელისა.
აუცილებელი პირობა, ცნობა პასუხისმგებლობაში ყოფნის შესახებ.
 
კურსი მოიცავს:
 
  1. შემთხვევის ადგილის და ავტომობილის დათვალიერების მენეჯმენტს
  2. დოკუმენტაციის შედგენას
  3. კვალთა მოძიების ტექნიკას
  4. ნივთმტკიცებებზე (სამხილებზე) მუშაობას – აღმოჩენა, ამოღება, შეფუთვა, შენახვას
  5. საგამოძიებო (კრიმინალისტიკურ) ფოტოგრაფიას
  6. შემთხვევის ადგილის ჩახაზვას
  7. სხვადასხვა ნივთმტკიცებების (კვალური სამხილების) ამოღებას
 
სასწავლო რესურსი:
 
გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, უახლესი ამერიკული და ევროპული ტექნიკური აღჭურვილობით.
 
 
კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
 
  1. შემთხვევის ადგილზე ფოტო გადაღებას ციფრული და ჩვეულებრივი ფოტოაპარატით
  2. სქემების (სკეჩების) შედგენას
  3. ტრასოლოგიური კვლების ამოღებას
  4. თითის ანაბეჭდებისამოღებას
  5. თმის და ქსოვილის სამხილების ამოღებას
  6. სისხლის ლაქის ნიმუშის და სეროლოგიური (სხეულის სითხეების) ამოღება
  7. დნმ-ის ამოღებას
  8. ავტომობილიდან ნივთმტკიცების ამოღებას
  9. ოქმის შედგენას
 
კურსის დამთავრების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატს.
 
კურსის ხელმძღვანელი: გია დეკანოზიშვილი
 
სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა საქართველოს, რუსეთის და ჩეხოსლოვაკიის კრიმინალისტიკურ ცენტრებთან, არის არაერთი სტატიისა და წიგნის ავტორი, გავლილი აქვს ფედერალური ბიუროს და ევროპულ საგამოძიებო სკოლების ტრენინგ კურსები, მიღებული აქვს საერთიფიკატები სწავლებაზე.

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11267363

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By