ENG

სატელევიზიო შემოქმედების სპეციფიკა, პუბლიცისტიკა და ოპერატიული ჟურნალისტიკა

პროგრამა გამიზნულია როგორც პროფესიული განვითარებისათვის, ისე ტელეშემოქმედების ათვისების მსურველთათვის.

 

პროგრამის ანოტაცია

 

პროგრამა მოიცავს, ერთი მხრივ, სპეციალური დისციპლინების თეორიული კურსის ინტენსიურ შესწავლას, მეორე მხრივ, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.

 

პროგრამის კურსდამთავრებულები დაეუფლებიან:

 

ელექტრონული მედიის თეორიასა და პრაქტიკას, რომელშიც შერწყმულია ტელევიზიის პრობლემატიკის უახლესი სამეცნიერო კვლევები და სატელევიზიო შემოქმედების მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

პროგრამა ორიენტირებულია სატელევიზიო შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩაოყალიბებაზე. შესაბამისად, კურსდამთავრებულები მიიღებენ სერთიფიკატებს შემდეგი კვალიფიკაციით:

 

  1. ტელეჟურნალისტი
  2. ტელეჟურნალისტი-ანალიტიკოსი
  3. ტელერეჟისორი
  4. ავტორი-რეჟისორი

 

სასწავლო რესურსი: სატელევიზიო სტუდია, ორი კომპიუტერული სამონტაჟო მაგიდა, ოთხი ვიდეო კამერა, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა.

 

პროგრამას უძღვება პროფესორი თეიმურაზ ფაფერაშვილი. დამთავრებული აქვს პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი. წლების მანძილზე მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის მთავარ რეჟისორად. აქვს გერმანიის, აშშ და ბალტიის ქვეყნების ტელევიზიებში მუშაობის გამოცდილება. არის არაერთი სამეცნიერო შრომის ავტორი.

 

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა: 30 კვირა.

კვირაში 10 სამუშაო საათი.

კურსის საფასური 1200 ლარი.

 

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889100

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By