ENG

პროექტი და პროექტის მენეჯმენტი

ვორქშოფი

 

ზოგადი ინფორმაცია

 

ვორქშოფი დაეხმარება დაწესებულების ხელმძღვანელებს, დაინტერესებულ პირებს დაეუფლონ თანამედროვე მენეჯმენტის ზოგად პრინციპებს, გამოკვეთონ და გადაჭრან დაწესებულების, ცალკეული მიმართულების სტრატეგიული ამოცანები, ჩამოაყალიბონ საპროექტო გუნდი, შექმნან სამუშაო გარემო, დაეუფლონ იდეის პროექტის ფორმით ჩამოყალიბებასა და პროექტის მართვის მეთოდიკას.

 

ვორქშოფის მიზანია:

 

  • თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების გაცნობა
  • პროექტის თემატიკის გამოკვეთის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
  • პროექტის დაგეგმარება და სააპლიკაციო ფორმით ჩამოყალიბება
  • პროექტის მართვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
  • პროექტის მონიტორინგის კრიტერიუმების გაცნობა.

 

ვორქშოფის თემატიკა: (მოცულობა 18 საათი)

 

შესავალი და ვორქშოფის მიზნები

 

  • პრიორიტეტების გამოყოფა
  • იდეა, მისი გენერირება - შტურმის მეთოდი
  • პილოტირებული პროექტი, რთული პროექტი, მოკლევადიანი პროექტი
  • პროექტის სტრატეგიის მიზნები და მიზნის მისაღწევად სწორი მიდგომები
  • პროექტის გარემოცვა
  • პროექტის სასიცოცხლო ციკლი, ფაზები, ვადები
  • პროექტის შერჩევის კრიტერიუმები
  • პრობლემა - იდეა - ქმედება (მუშაობა მცირე ჯგუფებში)
  • პროექტის სტრუქტურა
  • პროექტის ამოცანები
  • საპროექტო რესურსების დაგეგმარება - ბიუჯეტი, ტექ. საშუალებები
  • განხორციელების საშუალებანი და გზები
  • მოსალოდნელი შედეგები
  • პროექტის წარმატებისა და წარუმატებლობის კრიტერიუმები
  • რისკის მართვა
  • პროექტის მონიტორინგი
  • პროექტის პრეზენტაცია

 

შედეგები

 

ვორქშოფის შედეგად მსმენელები დაეუფლებიან თანამედროვე მენეჯმენტის ძირითად მიმართულებებსა და პრინციპებს, პროექტის სტრატეგიის გამოკვეთის, იდეის ჩამოყალიბების უნარებს, პროექტის წერის ტექნოლოგიასა და პროექტის მართვის მეთოდიკის ძირითად ელემენტებს. საპროექტი გუნდის ჩამოყალიბების პრინციპებს, პროექტის შეფასების უნარებსა და განხორციელების მეთოდიკას.

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889111

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By