ENG

რეკრეაციული, კლუბური გარემოს შექმნა და მართვის ხელოვნება ვორქშოფი

ზოგადი ინფორმაცია

 

ვორქშოფი დაეხმარება შემეცნებითი და გასართობი, რეკრეაციული ტიპის (მათ შორის საკლუბო) დაწესებულების ხელმძღვანელებს განსაზღვრონ და გადაჭრან დაწესებულების სტრატეგიული ამოცანები, შექმნან სამუშაო გარემო როგორც დაწესებულების შიგნით, ასევე მის გარეთ. გაეცნონ მენეჯმენტისა და მარკეტინგის ძირითად მიმართულებებს და მათ გამოყენებას კლუბური გარემოს შესაქმნელად. შეისწავლონ პროექტირების მეთოდი და პროექტის მართვა, კლუბური მუშაობის სხვადასხვა ფორმები და მათი გამოყენების თავისებურებები.მიიღონ საზოგადოებასთან მუშაობისა და საქმიანობის რეკლამირების პრაქტიკული რეკომენდაციები. აგრეთვე რეკომენდაციები სპონსორობისა და თანხების მოძიების შესახებ.

 

ვორქშოფის მიზანია:

 

  • თანამედროვე მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებებისა და პრინციპების გაცნობა
  • კლუბური გარემოს შექმნის პრინციპების გაცნობა, ორგანიზაციის ორიენტირება საზოგადოების მოთხოვნილებებზე
  • საკლუბო, რეკრეაციული პროექტის თემატიკის გამოკვეთის, პროექტის შექმნისა და მართვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე საშუალებებისა და რეკლამის პრინციპების გაცნობა
  • თანხების მოპოვება და სპონსორობის ინსტიტუტი

 

ვორქშოფის თემატიკა: (მოცულობა 18 საათი)

 

  1. შესავალი და ვორქშოფის მიზნები
  2. კლუბური გარემო - რეკრეაცია
  3. ევროპული და ამერიკული კლუბების ჩამოყალიბების ძირითადი ტენდენციები
  4. თანამედროვე კლუბების და რეკრეაციული დაწესებულებების ძირითადი ფუნქციები
  5. საკლუბო დაწესებულებების ტიპოლოგია
  6. რეკრეაცია - საზოგადოებრივი დაკვეთა
  7. სოციალური და კულტურული მომსახურების ფორმები და საშუალებები
  8. რეკრეაციული ინსტიტუტები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახურში
  9. საკლუბო პროექტი და მისი მართვa
  10. აუდიტორიის ინტერესების შესწავლის მეთოდები
  11. თანხების მოძიება საკლუბო საქმიანობისათვის
  12. ერთჯერადი აქციები, სტუდიური მუშაობა
  13. რეკრეაცია ღია ცის ქვეშ
  14. რეკლამის დამზადების ტექნოლოგია

 

შედეგები

 

ვორქშოფის შედეგად მსმენელები შეიძენენ თანამედროვე კლუბური გარემოს შექმნის უნარ-ჩვევებს, დაეუფლებიან საკლუბო პროექტის შექმნისა და მართვის მეთოდიკას. გაეცნობიან თანამედროვე რეკრეაციული ინსტიტუტის წარმატებულობისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს. შეიმუშავებენ საქმიანობის სტრატეგიას, დაეუფლებიან საზოგადოებასთან მუშაობის, მისი მოთხოვნილებების კვლევის ძირითად მეთოდებს, შეძლებენ ორიენტირებას სპონსორების მოძიების თვალსაზრისით, შეისწავლიან რეკლამირების ძირითად ტექნოლოგიებს.

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
10889145

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By