ENG

კულტურის მენეჯმენტი

ვორქშოფი

 

ზოგადი ინფორმაცია

 

ვორქშოფი დაეხმარება კულტურის დარგში მომუშავე შემეცნებითი, გასართობი, რეკრეაციული ტიპის დაწესებულებების ხელმძღვანელებს განსაზღვრონ და გადაჭრან დაწესებულებების  სტრატეგიული ამოცანები, შექმნან სამუშაო გარემო, როგორც დაწესებულების შიგნით ასევე მის გარეთაც.

 

ვორქშოფის მიზანია:

 

  • გააცნოს მსმენელს მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიები,
  • თანამედროვე მარკეტინგი, მარკეტინგული PR-ის უპირატესობები.
  • PR-ის, რეკლამის, პროპაგანდის თანამედროვე ტექნოლოგიები,
  • ფინანსების მოძიების გზები და საშუალებები,
  • პროექტის მენეჯმენტი.

 

ვორქშოფის თემატიკა:

 

  1. ბიზნესი და კულტურა XXI საუკუნეში. კულტურის თანამედროვე მიღწევების გამოყენება ბიზნესსა და მენეჯმენტში
  2. XXI საუკუნის მენეჯმენტი და მენეჯერის პროფესია
  3. კულტურის მენეჯმენტის თავისებურებანი
  4. საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ტექნოლოგიები PR-ი, რეკლამა, პროპაგანდა, მედიის როლი იმიჯის შექმნაში
  5. ჯგუფი, ლიდერი, ინდივიდი
  6. კორპორაციული კულტურა
  7. პროექტის შექმნის ტექნოლოგია
  8. პროექტის მენეჯმენტი

 

ვორქშოფის შედეგად

 

მსმენელი შეძლებს დამოუკიდებლად გაერკვეს თანამედროვე მენეჯმენტის წინაშე დასახულ ძირითად მოთხოვნებში. გამოიმუშაოს XXI საუკუნის მენეჯერისათვის, როგორც ტექნოკრატის, კულტუროლოგის და საზოგადო მოღვაწის საჭირო უნარ-ჩვევები. დამოუკიდებლად შექმნას პროექტი და შეიძინოს პროექტის მართვის უნარები.

გაზიარება
დაბეჭდვა
ინსტიტუტები, ცენტრები
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11267362

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By