დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
2006 წლიდან არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, 2004 წლიდან არის სასურსათო პროდუქტების ექსპერტთა ასოციაციის წევრი. დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერებათა და ტექნიკის სახელმწიფო პრემიით. ასოციაცია ,,სკოლა-ოჯახი-საზოგადოება“ კურსის - ,,კრიტიკული აზროვნება და აქტიური სწავლა უმაღლეს სასწავლებელში“ გავლის შედეგად მოპოვებული აქვს სერთიფიკატი.