შალვა ბექაური
“სწორედ ეს ფანტომები გვეხმარებიან სტომატოლოგიური პრაქტიკის ამაღლებაში“

მედიცინის სკოლა

სკოლის ძირითადი სტრატეგიაა მოამზადოს ექიმები პროგრესირებადი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რომლებიც ადვილად შეძლებენ სტომატოლოგიაში უსწრაფესი ტემპებით განვითარებული ტექნოლოგიების ადვილად ათვისებას, შედეგად, კონკურენტუნარიანობის პერმანენტულად შენარჩუნებას და, შესაბამისად, ბაზარზე მყარად თავის დამკვიდრებას.

 

ის, რომ ამ ამოცანას სკოლა, საქართველოს სინამდვილეში, ყველაზე უკეთ ართმევს თავს, მეტყველებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის იანვრის სხდომაზე განხილული საკითხი ”ერთიანი ეროვნული სასერთიფიკაციო გამოცდების შესახებ”.

 

სხდომაზე, მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური სპეციალობის კურსდამთავრებულებმა ყველაზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ამით ჩვენმა უნივერსიტეტმა პირველი სარეიტინგო აგილი დაიკავა საქართველოს სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებს შორის.

 

აღსანიშნავის ისიც, რომ ყველაზე მაღალი ქულები, 98-99, რომელიც ამ გამოცდებზე დაფიქსირდა, სწორედ ჩვენმა კურსდამთავრებულებმა - ნინო კაპანაძემ და მერი აბუთიძემ მიიღეს.

 

ეს არის შედეგი სწავლების იმ ორიგინალური და ეფექტური სისტემისა, რომელიც ამ სკოლაში დიდი ხანია დანერგილია. მეორეხარისხოვანი როლი, ცხადია არც დეკანატს და პედაგოგიურ კორპუსს უკავია.

გაზიარება
დაბეჭდვა
© გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი   |   ვებ-საიტის შექმნის თარიღი: 2011.05.05   |   განახლებულია: 2016.09.23
თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 ბათუმი, დავით აღმაშენებლის ქ. 13   |   ტელ:(+995 32) 2384406; (+995 32) 2382706   |   ფაქსი: (+995 32) 2384406   |   ელ-ფოსტა: info@gruni.edu.ge
11278083

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

Created By